„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის დედაქალაქის დერბი მოიგო, „პარიზი’’ დაამარცხა 2:1. მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა მწვრთნელმა გაღიზიანება ვერ დამალა. მან თქვა, რომ ოფიციალური პირები ტრიბუნებიდან შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო შეხვედრის შეჩერებას აპირებდნენ, რაც უსამართლობა იქნებოდა. როგორც ამბობენ, „პარკ დე პრენსის’’ დიდ ეკრანებზე დაწერეს: „Une seule voix, zéro discrimination ! Les chants discriminatoires sont inacceptables au Parc.’’ (ერთი ხმა,...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ფრანგული ამბები: წიტას ფრე და დერბი კვარას გარეშე
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ ზედიზედ მეხუთე თამაში აღარ წააგო, „ლორიანთან’’ სტუმრად 1:1 ითამაშა, ოღონდ ეგაა, რომ მოგება შეეძლო, რადგან 29-ე წუთიდან 73-ე წუთამდე სენეგალელი მცველის სადიბუ სანეს გოლით იგებდა. მეცელთა სამწუხაროდ ბამბა დიენგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. სტუმართათვის განსაკუთრებით უსიამოვნო ის იყო, რომ მასპინძლების საგოლე შეტევა მათი ნახევარმცველის, მალელი ბუბაქარ ტრაორეს დაუფიქრებელ პასს მოჰყვა....
ამბობენ, რომ დღეს კვარაცხელია არ იქნება
დღეს პარიზული დერბია, „პარი სენ ჟერმენი’’ „პარიზს’’ მასპინძლობს და როგორც საფრანგეთის დედაქალაქის გაზეთი „პარიზიენი’’ წერს, ამ შეხვედრაში მონაწილეობის დიდი შანსი უპირატესად პსჟ-ს იმ ფეხბურთელებს აქვთ, რომლებმაც ახალი წლის წინ თასის ოცდამეთორმეტედფინალში „ვენდე ფონტენეს’’4:0 მოუგეს. მიზეზი: ერთი კვირის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდს „ლე კლასიკი’’ ელის ანუ „მარსელს’’ ხვდება და უძლიერესი შემადგენლობა იქ სჭირდება. „ელ კლასიკი’’ რომელიც...
დიდი ჟორჟობა ელჩეში
AS: „ეს იყო მიქაუტაძის საუკეთესო თამაში: საგოლე პასი და გოლი! მან ქუსლით ბევრი მომენტი შექმნა’’. 3:1 ― ასე დაასრულა „ვილიარეალმა’’ „ელჩეს’’ ცხრათამაშიანი წაუგებელი სერია. 15 წუთში ანგარიში უკვე 2:0 იყო. თავიდან ალბერტო მორენომ სეზონში თავისი მეშვიდე გოლი შეაგდო. მას საგოლე პასი ჟორჟ მიქაუტაძემ გადააწოდა, შემდეგ კი თავად ქართველს მიაწოდა ბურთი ნიკოლა პეპემ. ჟორჟმა შეტევა წარმატებით...
ყველაზე სველი აფრიკა
აფრიკის ერთა თასი საქართველოში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა იყო ყურადსაღები ჯგუფურ ეტაპზე. ფლეი-ოფის წინ ამ მასშტაბური შეჯიბრების პირველი ეტაპის გადახედვა უპრიანი უნდა იყოს. ფავორიტებმა გაამართლეს. ორი წლის წინ ალჟირმა, ტუნისმა და განამ ჯგუფიდან ვერ გააღწიეს, ამჯერად კი წილისყრის დროს განთესილი თორმეტივე გუნდი მერვედფინალშია. სიურპრიზი მოზამბიკის წარმატება გახლდათ. ნაკრებმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში...
დღეს იმედია ბოლომდე ითამაშებენ
დღეს აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში მალი ტუნისს ხვდება. ისინი ოთხი წლის წინაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ უცნაური ამბავი მოხდა: ზამბიელმა მსაჯმა ჯენი სიკაზვემ თამაში ადრე დაამთავრა. რამდენიმე კვირაში იმხანად 42 წლის არბიტრმა თავისი საქციელი ასე განმარტა: „ძალიან ცხელოდა. ტენიანობა 80 პროცენტს აღემატებოდა. ჯერ კიდევ მოთელვის დროს ვიგრძენი, რომ იქ სირბილი შეუძლებელი იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა...
რას ერჩოდნენ ენცო მარესკას?
ინგლისური „სანი’’ წერს, რომ „ჩელსის’’ მწვრთნელობა უმადური საქმეა, რაც ენცო მარესკას მოხსნამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. გაზეთის მტკიცებით, როგორც კი მარესკამ დასავლეთ ლონდონელებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, მეპატრონე ბეჰდად ეგბალმა და მისმა ამალამ დაასკვნეს, რომ მათ მიერ შემუშავებული მოდელი იდეალურია: მათ შეუძლიათ ფეხბურთელები აქციებივით იყიდონ და გაყიდონ, გუნდი კი მაინც კონკურენტუნარიანი დარჩება და პრემიერლიგასა და ჩემპიონთა...
მეცის ფეხბურთელი ხანძარში მოჰყვა
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის კლუბმა „მეცმა’’ გაავრცელა განცხადება, რომ მისი ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ტაირის დოს სანტოსი შვეიცარიის კურორტ კრანს-მონტანაში, ბარში გაჩენილ ხანძარში მოჰყვა და დაშავებულია. მოგეხსენებათ, სათხილამურო კურორტზე მომხდარ უბედურ შემთხვევას დაახლოებით 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კლუბი იტყობინება, რომ 19 წლის ფეხბურთელი რამდენიმე ადგილას დამწვარია. ის გადააფრინეს გერმანიაში, სადაც მკურნალობენ. „ეკიპის’’ თანახმად დოს სანტოსს...
პარიზული დერბი საშიში არ არის
ძალთა თანაფარდობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შეხვედრა, რომელიც კვირას „პარკ დე პრენსზე’’ გაიმართება გარკვეული გაგებით ისტორიულია ― ბოლო 47 წელიწადში პირველად ერთმანეთს საფრანგეთის დედაქალაქის ორი გუნდი დაუპირისპირდება. „პარი სენ ჟერმენი’’ „პარიზს’’ მასპინძლობს. ამ შეხვედრაში „პარიზის’’ ფანებისთვის გამოყოფილი სექტორი სავსე იქნება, მაგრამ არის ერთი ნიშანდობლივი გარემოება: ქალაქის მეორე კლუბის ქომაგთათვის განკუთვნილი 10 ევროიანი ბილეთები თვალის დახამხამებაში გათავდა,...
თაღლითები და მერვედფინალები აფრიკაში
მაროკოში აფრიკის ერთა თასი მიმდინარეობს, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული პრობლემა აქვს: სტადიონის ბილეთების ფალსიფიკაციის გამო სხვადასხვა ქალაქში 118 ადამიანი დაიჭირეს. დაჭერილთა ნაწილი საპატიმროებშია, ნაწილი კი თავდებით გაუშვეს. პოლიციამ მათი ვინაობა სოცქსელების მიყურადების წყალობით გამოავლინა. თაღლითები გულშემატკივრებს ბილეთებს ძალიან მაღალ ფასში სთავაზობდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას აცნობა პორტალმა სახელწოდებით Snrtnews. გასულ კვირაში მაროკოს პოლიციამ 8 გადამყიდველი დაიჭირა. ამასობაში...









