Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს

ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა. გთავაზობთ ამონარიდებს: – პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, „არსენალს“ კი საუკეთესო დაცვა. ფინალში ამ ორი ფილოსოფიის დაპირისპირება იქნება? – ჩვენი ფილოსოფია მსგავსია, მაგრამ სხვადასხვა გზაზე ვდგავართ. „არსენალსაც“ ბევრი გოლი გააქვს და ჩვენც კარგად ვიცავთ თავს. – „არსენალის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა...

მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
ჩანაწერი

მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან“ შესაძლო განათხოვრების შესახებ უკვე ინგლისურ მედიაშიც ითქვა, ასე რომ ცნობა ჰაერიდან მოტანილს აღარ ჰგავს. პორტალმა This is Anfield დაწერა, რომ ქართველი მეკარე პირველ სეზონში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას იმ იმედით დათანხმდა, რომ სექტემბრიდან მერსისაიდელთა მთავარი გოლკიპერი გახდებოდა. ამასობაში ალისონის შეძენას „იუვენტუსი“ ცდილობდა. სხვადასხვა წყაროები წერდნენ, რომ ტურინში გადაბარგება ბრაზილიელსაც სურდა, მაგრამ როგორც ჩანს...

არსენალი ბუდაპეშტშია
ჩანაწერი

არსენალი ბუდაპეშტშია

„არსენალი“ ბუდაპეშტშია, სადაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ ჟერმენს“ შეხვდება. „მეთოფეები“ უნგრეთის დედაქალაქისკენ ლუტონის აეროპორტიდან გაემგზავრნენ. მათ მიზნად ისტორიული დუბლის შესრულება აქვთ დასახული. ამ სეზონში ჩრდილო ლონდონელები 22 წლის შემდეგ პირველად გახდნენ პრემიერლიგის ჩემპიონები და ახლა ეძლევათ უნიკალური შანსი ჩემპიონთა ლიგაც მოიგონ. ინგლისურ მედიაში ხაზს უსვამენ, რომ აეროპორტში „არსენალის“ ფეხბურთელებს შორის იყო 24 წლის...

მესი და ოცდახუთი
ჩანაწერი

მესი და ოცდახუთი

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ დაასახელა იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა, ვინც მუნდიალზე გაემგზავრება. გუნდის კაპიტანია ლეო მესი, რომელიც ერთ თვეში 39 წლის გახდება. რამდენიმე დღის წინ მესის ბარძაყის კუნთი ატკივდა, მაგრამ როგორც ამბობენ ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. არგენტინელებს მსოფლიოს ჩემიონატზე მიჰყავთ ფეხბურთელების ჯგუფი, რომელშიც ბევრი 2022 წლის ჩემპიონია. სიურპრიზები ფაქტობრივად არ არის. ერთადერთ სიურპრიზად „რეალის“...

კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ
ჩანაწერი

კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ

შაბათს „პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ ხვდება. პარიზელები ტიტულის შენარჩუნებას შეეცდებიან. უეფას ოფიციალურმა გვერდმა ინტერვიუ გამოართვა პარიზელთა ქართველ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 7 საგოლე პასია. ინტერვიუში 25 წლის ვარსკვლავმა პსჟ-ს კოლექტიურ თამაშს გაუსვა ხაზი. …ბევრმა გუნდმა იცის, როგორ ვთამაშობდით შარშან. ისინი ჩვენი ჩანაფიქრის ჩაშლას ცდილობდნენ, მაგრამ დავამტკიცეთ,...

გლასნერის სასწაული
ჩანაწერი

გლასნერის სასწაული

როდესაც „კრისტალ პალასის“ თავმჯდომარემ სტივ პერიშმა 2023 წლის მიწურულს ოლივერ გლასნერი გაიცნო, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს კაცი მისი კლუბის ისტორიას შეცვლიდა. პერიში და გლასნერი ერთმანეთს მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა დუგი ფრიდმენმა წარუდგინა. ფრიდმენი გლასნერს კარგა ხანს აკვირდებოდა და მოსწონდა როგორ იმუშავა მან „ვოლფსბურგსა“ და „ფრანკფურტში“. იმხანად „პალასს“ როი ჰოჯსონი წვრთნიდა, მაგრამ გულშემატკივარი ცვლილებას ითხოვდა. როგორც...

ბრძოლა სკამისთვის…
ჩანაწერი

ბრძოლა სკამისთვის…

ნეაპოლის მთავარი გაზეთი „ილ მატინო“ ანუ „დილა“ „ნაპოლის“ ახალის მწვრთნელის თემას პირველ გვერდზე ეხმაურება. მისი ჰედლაინია: „ბრძოლა სკამისთვის: ფავორიტი იტალიანოა“. გაზეთის ცნობით ამ ეტაპზე „აძურის“ ხელმძღვანელობისთვის ანტონიო კონტეს შესაძლო შემცვლელთა სიაში პირველ ადგილზე ვინჩენცო იტალიანო წერია. ბოლო 24 საათში „ბოლონიას“ თავკაცთან სავარაუდოდ რამდენიმე ზარი განხორციელდა. რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, ის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება. „ილ მატინო“...

ამბობენ, რომ ინგლისელების და ესპანელების ჩხუბი გერმენლებმა დაიწყეს
ჩანაწერი

ამბობენ, რომ ინგლისელების და ესპანელების ჩხუბი გერმენლებმა დაიწყეს

ლაიპციგში, სადაც დღეს კონფერენციის თასის ფინალი უნდა გაიმართოს ფანებმა იჩხუბეს. არეულობის კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. „კრისტალ პალასი“ „რაიო ვალეკანოს“ ხვდება. პოლიციელთა საგანგებო დანიშნულების რაზმი ქალაქის ცენტრში იყო დისლოცირებული. სწორედ ამ რაზმმა ჩაახშო ინციდენტი, რომელიც ვინ იცის რით დამთავრდებოდა. ერთ-ერთ ირლანდიურ პაბთან ორ ჯგუფ დაყოფილი ხულიგნები მათ დააშორიშორეს. „სანი“ ქომაგების პოსტებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქში ქაიოსი...

საუდელი საუდის გასაჭირი
ჩანაწერი

საუდელი საუდის გასაჭირი

წესით „ლანსის“ მცველი საუდ აბდულჰამიდი მსოფლიოს ჩემპიონატზე საუდის არაბეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი უნდა იყოს, მაგრამ… ამისათვის გუნდს უნდა შეუერთდეს. ის კი ამსტერდამში ჩარჩა. პასპორტი მოპარეს. საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ აბდულჰამიდი ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. „ფეხბურთელი რიადისკენ ვერ გამოფრინდა, რადგან ამსტერდამში, სადაც ოჯახთან ერთად საკუთარ ქორწილში იმყოფებოდა,  მისი ავტომობილი...

უნაპერწკლოები
ჩანაწერი

უნაპერწკლოები

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ნიცასთან“ პირველ შეხვედრაში შინ 0:0 ითამაშა. 29 მაისს საპასუხო მატჩში გაირკვევა ამ ორიდან რომელი ითამაშებს ლიგა 1-ში და რომელი ლიგა 2-ში. შეგახსენებთ, რომ „ნანტი“ და „მეცი“ უმაღლესი დივიზიონიდან პირდაპირ გავარდნენ, ხოლო „ტროა“ და „ლე მანი“ ქვედა ლიგიდან აღზევდნენ. საფრანგეთში ერთი პოზიციაღა დარჩა გასარკვევი. შეხვედრა რომელიც „ჟოფრუა გიშარზე“ გაიმართა სანახაობრივი არ გამოვიდა....