წესით „ლანსის“ მცველი საუდ აბდულჰამიდი მსოფლიოს ჩემპიონატზე საუდის არაბეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი უნდა იყოს, მაგრამ… ამისათვის გუნდს უნდა შეუერთდეს. ის კი ამსტერდამში ჩარჩა. პასპორტი მოპარეს.
საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ აბდულჰამიდი ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.
„ფეხბურთელი რიადისკენ ვერ გამოფრინდა, რადგან ამსტერდამში, სადაც ოჯახთან ერთად საკუთარ ქორწილში იმყოფებოდა, მისი ავტომობილი გატეხეს. დაიკარგა მოთამაშის პირადი ნივთები, მათ შორის პასპორტი“, – წერია განცხადებაში.

შედეგად, აბდულჰამიდი ნიდერლანდების სამეფოში საუდის არაბეთის სამეფოდან მოგზაურობისთვის აუცილებელი საბუთების ჩამოსვლას ელოდება, გუნდი კი აშშ-შია, სადაც ნიუ იორკსა და ტექსასში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.
საუდელთა ახალ მწვრთნელს გეორგიოს დონისს შემდეგი ორი კვირის განმავლობაში გუნდის თამაში აქვს დასახვეწი. დაგეგმილია ამხანაგური მატჩები ეკვადორთან, პუერტო რიკოსთან და სენეგალთან. დონისს შერჩეული ჰყავს 30 ფეხბურთელი, საიდანაც რამდენიმე კაცი გამოსაკლებია. „ლანსის“ მცველი, რომელიც „რომას“ საკუთრებაა და საფრანგეთში იჯარის წესით თამაშობს, ჯერჯერობით ამ სიაშია, თუმცა ახლა მისი ბედი უკვე ბიუროკრატიულ საკითხებზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს, საქმე მხოლოდ ახალი პასპორტის მექანიკურად დაბეჭდვა და ამსტერდამში ჩატანა არ არის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/05/2026 | 11:17ბრძოლა სკამისთვის…
აქეთურ-იქითური27/05/2026 | 10:19ამბობენ, რომ ინგლისელების და ესპანელების ჩხუბი გერმენლებმა დაიწყეს
აქეთურ-იქითური27/05/2026 | 08:33საუდელი საუდის გასაჭირი
მთავარი ამბავი27/05/2026 | 07:26უნაპერწკლოები
