კაპე ვერდემ ისტორია შექმნა. „ლურჯმა ზვიგენებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში საუდის არაბეთთან 0:0 ითამაშეს და მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ. ფიფას ონლაინ რეიტინგში 64-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა (საქართველო 73-ე პოზიციაზეა) ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ურუგვაიზე ერთი ქულით მეტი მოიპოვა და 3 ივლისს მაიამიში არგენტინას შეხვდება. რაკი H ჯგუფის გუნდებზე ვლაპარაკობთ დავძინოთ, რომ...
ჭდე: საუდის არაბეთის ნაკრები
ყველაზე, ყველაზე იამალი
ესპანეთმა საუდის არაბეთს 4:0 მოუგო. ლამინ იამალმა თავიდან ითამაშა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, რომლშიც „ლა როხამ“ კაპე ვერდეს ვერ აჯობა (0:0) 18 წლის ვარსკვლავმა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი დაჰყო. მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თქვა, რომ ეს გეგმის ნაწილი იყო, გეგმა კი ტრავმამ განაპირობა, რომელსაც იამალი აპრილიდან მკურნალობდა. საუდის არაბეთთან შეხვედრას იამალმა დაღი მალევე დაასვა....
საუდელი საუდის გასაჭირი
წესით „ლანსის“ მცველი საუდ აბდულჰამიდი მსოფლიოს ჩემპიონატზე საუდის არაბეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი უნდა იყოს, მაგრამ… ამისათვის გუნდს უნდა შეუერთდეს. ის კი ამსტერდამში ჩარჩა. პასპორტი მოპარეს. საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ აბდულჰამიდი ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. „ფეხბურთელი რიადისკენ ვერ გამოფრინდა, რადგან ამსტერდამში, სადაც ოჯახთან ერთად საკუთარ ქორწილში იმყოფებოდა, მისი ავტომობილი...
ტატა მარტინო წავიდა
ტატა მარტინომ მექსიკის ნაკრების ფიასკოზე პასუხისმგებლობა იკისრა და რაკიღა კონტრაქტის ვადაც ამოეწურა, გუნდს გამოემშვიდობა. „ელ ტრი” მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მერვედფინალში გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო ადგილი პოლონეთს „გაატანა”, თავად კი შეჯიბრებას გამოეთიშა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა მწვრთნელმა, რომლის ხელმძღვანელობითაც მექსიკამ საუდის არაბეთს 2:1 მოუგო, თქვა: „მექსიკის ნაკრებში მომავალზე ფიქრის საბაბი...
უღრიალა: თქვენ ვერ მოგვიგებთ!
საუდის არაბეთის ნაკრების მცველი ალი ალ-ბულაიში არ მალავს, რომ მისი გუნდის მეორე გოლის შემდეგ ლეო მესისთან მიიჭრა და უღრიალა. დიდი სენსაცია მოხდა, მთელი მსოფლიოს მიერ აუტსაიდერებად მიჩნეულმა საუდელებმა ფავორიტ არგენტინელებს 2:1 მოუგეს. შეგახსენებთ: ანგარიში არგენტინელებმა მესის პენალტით გახსნეს, რასაც შესვენების შემდეგ არაბებმა ხუთ წუთში ორი გოლით უპასუხეს. და როგორც კი საუდის არაბეთი დაწინაურდა, ალ-ბულაიში საზეიმოდ...
თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
საუბდის არაბეთის ნაკრები სიკვდილს გადარჩა. ხვალ საუდელები როსტოვში ურუგვაის ხვდებიან და როგორც „მარკა” იუწყება რუსეთის ამ ქალაქისკენ გეზაღებულ თვითმფრინავს აეროპორტში დაშვების წინ ცეცხლი გაუჩნდა. კადრები, რომლის ნახვაც აქ შეგიძლიათ, თავად საუდელმა ფეხბურთელებმა გადაიღეს. ცეცხლი ფრთას გაუჩნდა. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. გუნდი დიდ განსაცდელში არ ჩავარდნილა. მომხდარს „მცირე ტექნიკური პრობლემები” დაერქვა.





