Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
ვის უმიზნებს პსჟ?
ჩანაწერი

ვის უმიზნებს პსჟ?

ფრანგულ პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ „პარი სენ ჟერმენის“ შეტევა უკვე კარგად არის ნაცნობი როგორც შინაურისთვის, ასევე მეტოქისთვის. ოსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და ძმანი მათნი… ეს არის ძალა, რომელმაც ლუის ენრიკეს გუნდს ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგა მოუტანა. ზამთარში პარიზელებმა „ბარსელონასგან“ იყიდეს დრო ფერნანდესი, რომელიც ჩამოთვლილებთან შედარებით უკნიდან თამაშობს. საყოველთაო აზრით გუნდში მეტი სიახლის შეტანაა საჭირო. ახალი...

იანის ჰაჯი: საქართველოსთან ფრით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ…
ჩანაწერი

იანის ჰაჯი: საქართველოსთან ფრით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ…

იანის ჰაჯიმ საქართველოსა და რუმინეთის ფრედ (1:1) დამთავრებული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ თბილისში ფრით კმაყოფილი ვერ დარჩებოდა, მაგრამ იყო იმედისმომცემი მომენტები. ლეგენდარული გეორგე ჯაჰის 27 წლის ვაჟი ამბობს, რომ მამამისს წინა მწვრთნელებთან შედარებით გაცილებით მაღალი მოთხოვნები აქვს. „ვერ გეტყვით, რომ შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ კარგი იყო, რომ მეტად თუ ნაკლებად მოვახერხეთ იმის ხორცშესხმა, რაზეც გასულ...

ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
ჩანაწერი

ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის

ირანელი თავდამსხმელი სარდარ აზმოუნი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების „შაბაბ ალ ალჰიში“ თამაშობს ნაკრების განაცხადში არ შეიყვანეს. სავარაუდო მიზეზი: მან მარტში დაპოსტა ფოტო, რომელიც საემიროების მმართველ რაშიდ ალ მაქთუმთან ერთად აქვს გადაღებული. შეგახსენებთ, რომ ირანი აშშ-სა და ისრაელთან ომობს. კონფლიქტის მსვლელობისას ირანელებმა დაბომბეს საემიროებიც ანუ მათთვის ეს ქვეყანაც მტრულია. აზმოუნს ნაკრების შემადგენლობაში 91 შეხვედრაში 57 გოლი...

პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
ჩანაწერი

პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ

„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა განაცხადა, რომ ზეიმის შემდეგ მუშაობის დრო დადგა. პორტუგალიელმა იცის, რომ სცენაზე ახლა მისი გამოსვლაა – იწყება ტრანსფერების სეზონი და საფრანგეთის თასის გარდა ყველაფრის მომგები გუნდი სწორედ მან უნდა გააძლიეროს. გასულ სეზონში ლუის ენრიკემ შეძლო ფეხბურთელებისთვის სათამაშო დრო ისე გაენაწილებინა, რომ უზარმაზარი დატვირთვების მიუხედავად მათ სეზონი ჯანმრთელად, კარგ ფორმაში...

Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
ჩანაწერი

Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?

ორი წლის წინ, როდესაც ოსმან დემბელეს არასტაბილური და უშედეგო თამაშის გამო ჯერ კიდევ დასცინოდნენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას ელისეს სასახლეში (საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია) შეაქებდნენ? არადა, კვირა დღეს სწორედ ეს მოხდა. „პარი სენ ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების მერე, ემანუელ მაკრონთან მიღებაზე გარეთ შეკრებილმა ხალხმა ცნობილი სიმღერა წამოიწყო: „Et Ousmane, Ballon d’Or“ („და ოსმანს ოქროს ბურთი“)....

კვარა და ხუთი პარიზელი
ჩანაწერი

კვარა და ხუთი პარიზელი

მას მერე, რაც 16 თვის წინ „პარი სენ ჟერმენში“ გადმოვიდა ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევათა რიცხვი იზრდება. ქართველმა გარემარბმა შაბათს ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა („არსენალთან“ პენალტებით 1:1; 4:3) შემდეგ კი თავის ინდივიდუალურ მიღწევებს კიდევ ერთი დაამატა: ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. 2025 წელს ეს წოდება ოსმან დემბელეს ერგო. „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში...

დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
ჩანაწერი

დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს

ფინალს მოგება უნდა. ეს ლუის ენრიკემ ძალიან კარგად იცის. მან 18 ფინალში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 16 მოიგო. ბუდაპეშტში  „პარი სენ ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე ფინალის მოგებამ ესპანელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად აქცია. ცალკეა სალაპარაკოა, თუ როგორ მოაგებინა მან პარიზელებს ეს ტიტული, რამდენი სირთულე გადალახა დიდი მიზნის მისაღწევად. წინა სეზონი „პარი სენ ჟერმენმა“...

ხულიგნობა პარიზის ცენტრში
ჩანაწერი

ხულიგნობა პარიზის ცენტრში

წუხელ პარიზის ცენტრში სულ მცირე 235 ფანი დაიჭირეს. მას მერე, რაც „პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ მოუგო, საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებს ათასობით გულშემატკივარი მოედო, თუმცა ხულიგნებმა უწესრიგობები პირველი ტაიმის დროსაც მოაწყვეს. ყველაზე სერიოზული არეულობა შატლეს რაიონში იყო, ნოტრ დამსა და ლუვრს შორის ტერიტორიაზე მოხდა. ქაოსი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მე-6 წუთზე კაი ჰავერცმა...

ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
ჩანაწერი

ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაო ნევეშმა თქვა: „ძალიან მიხარია. უკვე მეორედ ვიგებ ჩემპიონთა ლიგას. მეტსაც გეტყვით, მახარებს არა თავად გამარჯვება, არამედ ის, რომ ასეთი თანაგუნდელების მხარდამხარ, ასეთი ხალხის ხელმძღვანელობით ვთამაშობ, ასეთ პერსონალთან ვარ. „პარი სენ ჟერმენში“ გადმოსვლა ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. აქ ყველაფერი მომწონს. დღეს ჩვენ...

საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ჩანაწერი

საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა

როლან გაროსზე სენსაციები გრძელდება. დანილ მედვედევისა და იანიკ სინერის შემდეგ ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩიც დაემშვიდობა. სერბი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში ბრაზილიელ ჟოაო ფონსეკასთან დამარცხდა – 6:4; 6:4; 3:6; 5:7; 5:7. მატჩი 4 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩი გამარჯვებასთან ახლოს იყო. 39 წლის ჩოგბურთელმა საწყისი ორი სეტი მოიგო და თითქოს შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა,...