ბუდაპეშტში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს – იტალიას შეხვდა.
სამწუხაროდ, იტალიელებმა ჩვენი ნაკრები ოთხივე მეოთხედში დაამარცხეს – 1:4; 2:3; 3:5; 0:6, საბოლოოდ კი თამაში 6:18 დასრულდა.
თუმცა ისიცაა, რომ ჩვენი ნაკრები პლეი ოფში უკვე გასულია და ამდენად ამ მატჩს ნაკლები სატურნირო დატვირთვა ჰქონდა.
ქართველთა მხრიდან გოლები გაიტანეს: მაგრაქველიძე – 2; რურუა – 1; ჯახაია – 1; ბითაძე – 1; ცრეპულია 1
ფლეი ოფში, 20 იანვარს, საქართველოს მეტოქე რუსეთი იქნება