„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ლუის ენრიკეს გუნდი „ნიცამ’’ დაამარცხა ― 3:1. მატჩის შემდეგ მასპინძლეთა ესპანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ შეშფოთებული არ არის. გთავაზობთ, პრესკონფერენციის ამონარიდებს. – როგორ გრძნობთ თავს დამარცხების შემდეგ? – უპირველეს ყოვლისა მინდა „ნიცას’’ გამარჯვება მივულოცო. მათი ეფექტურობა 100%-ს უდრიდა. პირველ...
წელი: 2025
პარიზის საპოვნელად დარჩა ოთხი დღე
„პარი სენ ჟერმენის’’ დაუმარცხებელი სეზონი არ შედგა. როგორც „პარიზიენი’’ წერს გუნდის მიმართ ეჭვები გაჩნდა, თან ყველაზე ცუდ მომენტში. ლუის ენრიკეს ფეხბურთელები არ ელოდნენ, რომ 25 აპრილს „პარკ დე პრენსს’’ ამდენი პრობლემით დამძიმებულები დატოვებდნენ. ეს იყო მეორე მარცხი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან’’ 2:3-ის შემდეგ ― ოთხი თამაშიდან ორი წაგება. დანარჩენი ორი შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის...
ევროპა ლუწად
ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მიითვალა. ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. ტატო საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს იუკოთი სძლია, შემდეგ კი, ფინალამდე ყველა იპონით მოიგო: ჯერ ჩეხ იან სვობოდას აჯობა, შემდეგ ბულგარელ ჰრისტო ვალკოვს, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ ტცკაევს. ფინალში გრიგალაშვილს...
გიხაროდენ!
რაკი ქართველ გულშემატკივართა შორის პეპ გვარდიოლას ცოლთან ურთიერთობის ამბავმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ვიტყვით: ესპანური მედია იტყობინება, რომ წყვილი შერიგდა. შეგახსენებთ, 30 იანვარს „მანჩესტერ სიტის’’ თავკაცმა და მისმა მეუღლემ კრისტინამ განაცხადეს, რომ ერთმანეთს სცილდებიან, თებერვალში კი ოფიციალური განქორწინების პროცედურებს უნდა შედგომოდნენ. კატალონიური გაზეთი „ელ ნასიონალი’’ წერს რომ აღდგომაზე პეპი კერძო თვითმფრინავით ბარსელონაში საიდუმლოდ ჩავიდა, რის შემდეგაც...
ფარდობითობის თეორია ანუ ხვიჩა დღეს ალბათ თადარიგში იქნება
„პარი სენ ჟერმენმა’’ ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად 5 აპრილს გაიფორმა ― მეცემეტედ გახდა საფრანგეთის საუკეთესო გუნდი. მას მერე ლუის ენრიკეს ერთადერთი ამოცანა აქვს, ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა პორტალ maxifoot-ის აზრით ესპანელი მწვრთნელი ლიგა 1-ის შეხვედრებში როტაციას დიდად არ მიმართავს და მხოლოდ შიგადაშიგ ასვენებს წამყვან ფეხბურთელთა ჯგუფს. სამშაბათს პსჟ-ს ლონდონში, „ემირეით სტედიუმზე’’ „არსენალთან’’ აქვს ჩემპიონთა...
ხარისხით ნაკლები მედალი
პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მედალი მეორე დღესაც მოიპოვა, მაგრამ ხარისხი უფრო ნაკლები იყო. ჩერნოგორიის დედაქალაქში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლს დასჯერდა. ლიპარტელიანმა მერვედფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე დარია კურბონმამადოვას იუკოთი სძლია, მეოთხედფინალში შვეიცარიელი ბინტა ნდიაე იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის ნაკრების წევრ ტიმნა ნელსონ ლევის იუკოთი აჯობა. ფინალში ჩვენებური გერმანელ სეია...
სად იპოვეს?..
საქართველოს ნაკრები ივნისში საქართველოში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ერთი მეტოქე, ფარერების გუნდი აქამდეც ცნობილი იყო – მატჩი „დინამო არენაზე“ 5 ივნისს გაიმართება. რაც შეეხება მეორე მატჩს, „ჯვაროსნები“ 8 ივნისს, ქუთაისში კაბო ვერდეს ნაკრებს დაპირისპირდებიან. კაბო ვერდე ფიფა-ს რეიტინგში 72-ე ადგილს იკავებს. ამ ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ ეროვნულ გუნდს სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩსი...
პარი სენ ჟერმენი გადარბენაზე
ამოსასუნთქი დროის არქონაც ამას ჰქვია. „პარი სენ ჟერმენმა’’ სამშაბათს ნანტის სტადიონი „ბოჟუარი’’ 1:1 ნათამაშევი მატჩის შემდეგ მალე დატოვა და ამის მიზეზი მხოლოდ უხეირო შედეგი და უხარისხო თამაში როდი იყო. რასაკვირველია, ფეხბურთელების ჩამოშვებული ცხვირებით თუ ვიმსჯელებთ, ფრით ყველა უკმაყოფილო იყო. ერთადერთი, ვინც მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შედარებით დიდხანს გაუჩერდა ჟოაო ნევეში გახლდათ, მაგრამ ამას პარიზელების ცუდ აღზრდას...
კიდევ რა რეკორდების დამყარება შეუძლია პსჟ-ს?
„პარი სენ ჟერმენმა’’ სამშაბათს „ნანტთან’’ გადადებულ შეხვედრაში 1:1 ითამაშა. შედეგს დადებითი რეაქციაც მოჰყვა და უარყოფითიც. დადებით რეაქციათა შორის ყველაზე კარგი იყო ის, რომ საფრანგეთის ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში უკვე 30 წაუგებელი თამაში დააგროვა. ეს რიცხვი დიდი ალბათობით გაიზრდება. კმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი გახლდათ სტუმრად მიჯრით არ-წაგებული თამაშების ევროპული რეკორდის მოხსნა. ამ რეკორდს აქამდე ფაბიო კაპელოს დროინდელი...
სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია
ჩერნოგორიულ პოდგორიცაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. პირველ დღეს საქმეში ოთხი ქართველი ჩაერთო და მედალს მხოლოდ ერთი მათგანი შესწვდა – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩვენებური განთესილი იყო და ოქროს მედლისკენ მიმავალ გზას მეორე წრიდან შეუყვა. სარდალაშვილმა ჯერ უნგრელ მარტონ ანდრასის სძლია, ვისაც სომეხი აშიკ ანდრიანიანი მიყოლა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ტიტულოვანი ესპანელი...









