ევროპა ლუწად

Home კატეგორიის გარეშე ევროპა ლუწად
ევროპა ლუწად

ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მიითვალა. ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ამჯერად ვერცხლს დასჯერდა.

ტატო გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდა - საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე  პირველი მედალი აიღოტატო საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს იუკოთი სძლია, შემდეგ კი, ფინალამდე ყველა იპონით მოიგო: ჯერ ჩეხ იან სვობოდას აჯობა, შემდეგ ბულგარელ ჰრისტო ვალკოვს, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ ტცკაევს. ფინალში გრიგალაშვილს ასცდა ტრადიციულ მეტოქედ ქცეული მატიას კასე და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვს „დაეჯახა“. ოქროსთვის ბრძოლაში ყველაფერი ერთმა იუკომ გადაწყვიტა, რომელიც არბუზოვმა აიღო.

აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილს კონტინენტის სამივე ჩემპიონობა ლუწ წლებში (2020; 2022; 2024) უზეიმია. ეს ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი მონაწილე გვყავდა – ლუკა მაისურაძე და გიორგი ჯაბნიაშვილი. ორივემ კარგად დაიწყო, 2-2 ბრძოლა მოიგო, მაგრამ მეოთხედფინალში წყვილადვე დამარცხდნენ და რეპეშაჟში გადაინაცვლეს. იქ მაისურაძემ ბულგარელ ივაილო ივანოვთან წააგო, ხოლო ჯაბნიაშვილი კი ფრანგ ალექსის მატიესთან დამარცხდა.

დღესვე იჭიდავა მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.), მაგრამ პირველივე ბრძოლა პოლონელ ალექსანდრა კოვალევსკასთან დათმო და ასპარეზობას საწყის ეტაპზე გამოეთიშა. ხვალ ტატამიზე ილია სულამანიძე (100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) გავლენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) მოუპოვა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლს დასჯერდა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...