ჩერნოგორიულ პოდგორიცაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. პირველ დღეს საქმეში ოთხი ქართველი ჩაერთო და მედალს მხოლოდ ერთი მათგანი შესწვდა – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა.
ჩვენებური განთესილი იყო და ოქროს მედლისკენ მიმავალ გზას მეორე წრიდან შეუყვა. სარდალაშვილმა ჯერ უნგრელ მარტონ ანდრასის სძლია, ვისაც სომეხი აშიკ ანდრიანიანი მიყოლა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ტიტულოვანი ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი ჰყავდა. ჩვენებურმა აქაც იმარჯვა და ფინალში ნეიტრალური გუნდის წარმომადგენელ აიუბ ბლიევს დაეჭიდა. ფინალი დაძაბული გამოდგა და ჩვენებურმა მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა მომგებიანი ქულის აღება და მსოფლიოს ჩემპიონობას უმაღლესი ევროპული ტიტულიც დაუმატა.
66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი მონაწილე გვყავდა. ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე ბრძოლა უტიტულო გერმანელი მარტინ ზეტცთან წააგო, ხოლო თემურ ნოზაძე ტატმიზე ორჯერ გავიდა: ჯერ უკრაინელ ნაზარ ვისკოვს სძლია, შემდეგ კი ებრაელი გუი გუტმანთან დამარცხდა.
ქალთა შორის პირველ დღეს მხოლოდ ჯულიეტა როდონაიამ (48კგ.) იჭიდავა, რომელიც პირველივე წრეში ნეიტრალური გუნდის წარმომადგენელ მარინა ვორობევასთან დამარცხდა. ხვალ პოდგორიცაში ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე (ორივე 57 კგ.), ასევე ეთერ ასკილაშვილი (60 კგ.) იჭიდავებენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
