ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენმა’’ ნანტში, გადადებულ შეხვედრაში, 1:1 ითამაშა და ლიგა 1-ში წაუგებელ სვლას განაგრძობს, თუმცა პარიზელთა საღამოს ჩრდილი ადგილობრივ გულშმატკივართა ქცევამ მიაყენა: ნანტელმა ქომაგებმა სტუმრების, განსაკუთრებით კი მათი პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის შეურაცხყოფით გული იჯერეს. მსაჯს ეს კარგად ესმოდა, მაგრამ შეხვედრა არ გააჩერა. გულშემატკივართა კლუბმა, რომელსაც „ბრიგად ლუარი’’ ჰქვია, გამოფინა ბანერები: „გადადებული თამაში =...
წელი: 2025
ძილის მომგვრელი შეხვედრა
პეი დე ლა ლუარის დედაქალაქ ნანტში „არსენალთან’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩამდე ერთი კვირით ადრე „პარი სენ ჟერმენმა’’ გადადებული შეხვედრა ნაპერწკლის გარეშე ჩაატარა. ყველაფერი წინასწარ ჩანიშნული პუნქტების შესაბამისად წარიმართა: თამაში ფრედ დამთავრდა (1:1) ანუ გუნდი კვლავ წაუგებელია, არავინ დაშავებულა, როტაციის წყალობით ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან დემბელე და ნუნუ მენდეში მთელი საათი, ხოლო კვარაცხელიამ 71 წუთი დაყვეს...
ბექემი ტელევარსკვლავობას აპირებს
დევიდ ბექემი გარი ლინეკერობას აპირებსო, წერს „სანი’’ და გვამცნობს, რომ ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი Paramount+ -ზე ტელეშოუს გაუძღვება. გადაცემას ერქმევა Beckham & Friends Live, რომელშიც წამყვანი სავარაუდოდ თავის მეგობრებს შეფ გორდონ რემსისა და მსახიობებს ტომ კრუზსა და რაიან რეინოლდსს მიიწვევს. შოუ ბრიტანეთსა და აშშ-ში გადაიცემა. მაყურებელი ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს ბექემისა და მისი A-კლასის სტუმრების საუბარს...
მონეტის მსროლელი დაიჭირეს
რონის დერბის შემდგომ დღეებში „სენტ ეტიენის’’ გულშემატკივრები გაორებულ გრძნობას ჰყავს მოცული. ერთი მხრივ მათ მოუგეს „ლიონს’’ (2:1), რაც სატურნირო მდგომარეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ისტორიული მოქიშპისთვის ნიშნის მოგების თვალსაზრისითაც ერთ რამედ ღირდა. მეორე მხრივ, „ჟოფრუა გიშარზე’’ თამაში 45 წუთით შეწყდა, რადგან ერთ-ერთმა მაყურებელმა თანამსაჯს თავში მონეტა გაარტყა. რა ემუქრებათ „მწვანეებს’’ ამის გამო? LeParisien წერს, რომ...
დადასტურდა: მსაჯი სენტ ეტიენის სასარგებლოდ შეცდა
ფრანსუა ლეტექსიე შეცდა და ეს მისმა ხელმძღვანელებმა აღიარეს. ფრანგ მსაჯთა ტექნიკურმა მენეჯმენტმა ლიგა 1-ის ოცდამეათე ტურის შემაჯამებელ დოკუმენტში დაწერა, რომ კვირას „სენტ ეტიენსა’’ და „ლიონს’’ შორის გამართულ შეხვედრაში არბიტრს მასპინძელთა ფეხბურთელი ლუკა სტასენი, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, პირველი ტაიმის შუაში კორენტენ ტოლისოს წინააღმდეგ უხეშობის გამო უნდა გაეძევებინა. შეგახსენებთ, რომ ლეტექსიემ სტასენს თავიდან წითელი ბარათი...
ნინიაშვილის მეოთხე
დავით ნინიაშვილმა მცირე ტრავმა მოიშუშა, „ლიონის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და „მონპელიესთან“ საშინაო მატჩში თავი მშვენიერი ლელოთიც ისახელა. ამასობაში, ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 ტური რჩება, ხოლო პრო დ2-ის მონაწილე გუნდებს 3-3 მატჩი დარჩათ სათამაშო. ტოპ 14 ხსენებული თამაშის 35-ე წუთზე „ლიონის“ ტოტალური შეტევა მიმდინარეობდა, „მონპელიე“ თავს საკუთარი ლელოს ხაზზე იცავდა და მასპინძლებმა მეტოქის დაცვის...
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გაეგდოთ
როგორი იყო 20 აპრილს ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირება, რონის დერბი? ამაღელვებელი. გულშემატკივარმა ნახა ყველაფერი: ლამაზი გოლები, დამუხტური ატმოსფერო და… საკამათო მომენტი, როდესაც პირველი ტაიმის 24-ე წუთზე „ლიონის’’ ტრავმირებული ნახევარმცველი კორენტენ ტოლისო მოედნიდან გასაყვანი შეიქნა, ამისთვის კი „სენტ ეტიენის’’ თავდამსხმელი ლუკა სტასენი მოედნიდან არ გააძევეს. შემდეგ სტასენი მატჩის გმირი გახდა, მასპინძელთა ორივე გოლი მან...
რონის ქართული დერბი
„ჟოფრუა გიშარზე’’ რონის დერბი გაიმართა. ის იმავდროულად საფრანგეთის ლიგა 1-ში ქართული დერბიც იყო: ზურიკო დავითაშვილი ჟორჟ მიქაუტაძის წინააღმდეგ. „სენტ ეტიენმა’’ „ლიონს’’ 2:1 მოუგო. ჩვენებს გოლი არ გაუტანიათ. „ლე გონს’’ ანუ ბიჭებს, ყმაწვილებს, ლიონელებს საშინელი კვირა ჰქონდათ. ჯერ იყო და ევროპის ლიგიდან გამოვარდნენ და თან როგორ ― „ოლდ ტრაფორდზე’’ ჯერ 0:2-ს აგებდნენ, მერე 4:2 დაწინაურდნენ და...
მორიენტესი გადარჩა
მადრიდის „რეალის’’, „სარაგოსას’’, „ვალენსიას’’, „მონაკოს’’, „ლივერპულის’’, „მარსელის’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, 49 წლის ფერნანდო მორიენტესი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დიაგნოზით ხუთი დღით საავადმყოფოში წოლილა. მან ამის შესახებ რადიო Cope-ს პროგრამა „თამაშის დროში’’ თქვა. ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულს პრობლემა მუხლში თრომბით დაწყებია, რომელიც თვითმფრინავით გაუთავებელი ფრენისგან განუვითარდა. მორიენტესი ლა ლიგის ელჩია. ამ ფუნქციას ის თავის მთევერ...
ქოჩორა და მისი მეგობრები
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ’’ „სარაგოსას’’ 5:2 მოუგო და „ელჩესთან’’ ერთად ლა ლიგა 1-ში პირდაპირ, ფლეი-ოფის გარეშე აღზევების კანდიდატია. სეზონის დამთავრებამდე დარჩენილია 4 ტური. ქართველმა ნახევარმცველმა „სარაგოსასთან’’ შეხვედრის წინ კლუბის მედიასთან ილაპარაკა. მან თქვა, რომ „ლევანტეს’’ გასახდელში ჩინებული ატმოსფეროა, რადგან ― „ჩვენ მეგობრები ვართ როგორც მოედანზე ასევე მოედანს მიღმა’’. მან ხაზი გაუსვა, რომ ფეხბურთელები საერთო მიზნით არიან...









