როგორი იყო 20 აპრილს ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირება, რონის დერბი? ამაღელვებელი. გულშემატკივარმა ნახა ყველაფერი: ლამაზი გოლები, დამუხტური ატმოსფერო და… საკამათო მომენტი, როდესაც პირველი ტაიმის 24-ე წუთზე „ლიონის’’ ტრავმირებული ნახევარმცველი კორენტენ ტოლისო მოედნიდან გასაყვანი შეიქნა, ამისთვის კი „სენტ ეტიენის’’ თავდამსხმელი ლუკა სტასენი მოედნიდან არ გააძევეს. შემდეგ სტასენი მატჩის გმირი გახდა, მასპინძელთა ორივე გოლი მან გაიტანა. შეხვედრა დამთავრდა 2:1 „მწვანეების’’ გამარჯვებით.
მატჩის შემდეგ „ლიონის’’ ამერიკელი მეპატრონე ჯონ ტექსტორი DAZN-ის კამერების წინაშე აღშფოთებით ლაპარაკობდა: „მიმდინარე სეზონში ეს უკვე მერვე შემთხვევაა, როდესაც VAR ჩვენს საწინააღმდეგოდ ცდება. ამ შემთხვევაში სტეფანუა (ლუკა სტასენი, ვეტერანი სტეფან სტასენის ვაჟი) მოედანზე დარჩა, არადა შენელებულ კადში ცხადად ჩანს ყველაფერი რაც მოხდა. ჩემთვის ეს წესის განზრახ დარღვევა იყო და ბატონ ლეტექსიეს ულაპარაკოდ მართებდა წითელი ბარათის ამოღება. მომხდარით შოკირებული ვარ. სტასენი, რომ გასაძევებელი იყო სენტ ეტიენის გარდა მთელი საფრანგეთი მეთანხმება. უნდა დავფიქრდეთ, რა ხდება ამ ქვეყანაში მსაჯობასთან დაკავშირებით’’.
პრეზიდენტის მოსაზრება „ლიონის’’ მწვრთნელის ასისტენტმა ჟორჟე მიჩელმაც გაიზიარა: „ვერ ვხვდები, ერთი და იგივე მსაჯი ერთ კვირაში VAR-მა ორჯერ (ჩემპიონთა ლიგაში, „რელისა’’ და „არსენალის’’ შეხვედრაში) როგორ გაასულელა. ძნელია არ აღშფოთდე, როდესაც იცი, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე სინამდვილეში 25-ე წუთზე უნდა გაეგდოთ. გვიჩნდება ეჭვი, რომ ბევრს უბრალოდ არ უნდა ჩვენ უმაღლესი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ.
„სენტ ეტიენის’’ ნორვეგიელმა თავკაცმა ეირიკ ჰორნელანდმა კი ცხადია ყველაფერი სხვანაირად დაინახა:
„ეს არ იყო გაზრახ წესის დარღვევა. ასეთი დარღვევისთვის ფეხბურთელს ეგრეთწოდებული ნარინჯისფერი ბარათი ეკუთვნის – ყვითელსა და წითელს შორის. მსაჯს ორივეს ამოღება შეეძლო’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
