„ტოტენჰემ ჰოთსფურმა’’ ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ რთულ ბრძოლაში დაამარცხა ― 1:0. ეს ისტორიაში ამ გუნდების პირველი შეხვედრა იყო. სულ „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ინგლისელებს 15-ჯერ შეხვედრია. ესპანელთა სამწუხაროდ, ამ 15 თამაშიდან მათ ერთიც არ მოუგიათ ― 6 ფრე და 9 მარცხი. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე „ვილიარეალის’’ ბრაზილიელი მეკარის ლუის ჟუნიორის უხეში შეცდომის გამო გავიდა. მან ლუკას...
წელი: 2025
მამარდამ წლევანდელ რბევას გაასწრო
კვირას იოჰან კრუიფის სახელობის პატარა სტადიონზე ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩში „ბარსელონას’’ გიორგი მამარდაშვილის ყოფილი გუნდი „ვალენსია’’ ესტუმრა და 0:6 წააგო. ეს იყო „ჩეების’’ სრული დემორალიზების საღამო. სტუმრები მეორე ტაიმში მოედნიდან უბრალოდ გაქრნენ და შედეგად ხუთი გოლი გაუშვეს. მატჩის შემდეგ „ღამურების’’ მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა მომხდარი ასე შეაფასა: „გვინდოდა დაცვაში წინა შეხვედრებზე უკეთ გვეთამაშა, მაგრამ „ბარსელონამ’’...
ლუიშ კამპუში: დონარუმას მადამ გაგვაოცა
ლუიშ კამპუში „პარი სენ ჟერმენის’’ სპორტული დირექტორია. ის გუნდში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელიც ჟურნალისტების წინაშე იშვიათად ჩნდება. და აი, პორტუგალიელმა RMC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც პარიზული კლუბის ბოლო თვეებზე ილაპარაკა ― ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ახალი სეზონის დაწყებამდე. ყველაზე საქმიანი კითხვები სატრანსფერო ბაზარს და მოხშირებულ ტრავმებს ეხებოდა. ლუის ენრიკემ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ ტრანსფერებზე მთავარი პასუხისმგებელი პირი...
აუტსაიდერმა ლიდერი შეცვალა
ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილება მოხდა, გორის „დილა“ მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. აქამდე მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ პირველობა არავისთვის დაუთმია, ამჯერად კი აუტსაიდერ „კოლხეთთან“ შინ 0:2 დამარცხდა, გორელებმა კი საკუთარ მოედანზე ასეთივე ანგარიშით სძლიეს ორკაცნაკლულ „ბათუმს“ და ერთი ქულით გაუსწრეს გია გეგუჩაძის შეგირდებს. ახლა „დილას“ 53 ქულა აქვს, „იბერიას“ – 52. „იბერიამ“ წლევანდელ სეზონში...
მიქაუტაძის ცალმხრივი სიყვარული
ფრანგული საიტი footmercato წერს, რომ ჟორჟ მიქაუტაძეს „ლიონი’’ უყვარს, მაგრამ ეს სიყვარული ცალმხრივია. მშობლიური ქალაქის გუნდმა ის პირველად ჯერ კიდევ ბავშვობაში უარყო, რის მერეც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს „სენტ-პრისტსა’’ და „მეცში’’ მოუხდა გადასვლა. 2024 წლის ზაფხულში მიქაუტაძემ როგორც იქნა აისრულა ოცნება და რონისპირელებთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ქომაგები მას ალექსანდრ ლაკაზეტის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ. ფორვარდმა საყვარელ გუნდში...
კვარა და კიდევ ორი პარიზელი დაშავდნენ
„პარი სენ ჟერმენი’’ მოგებებს, ხოლო მისი დაშავებული ფეხბურთელების სია ზრდას განაგრძობენო, წერს „პარიზიენი’’. ოსმან დემბელესა და დეზირე დუეს რამდენიმეკვირიანი მკურნალობა უწევთ, მაგრამ ნავსიანი პერიოდი გრძელდება: „ლანსთან’’ 2:0 მოგებულ შეხვედრაში (მე-15 და 51-ე წუთებზე ბარკოლა) პარიზელებს კიდევ სამი მოთამაშის ჯანმრთელობის პრობლემა დაემატათ. პირველი გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მეტოქემ ფეხზე ქაცვების ნაკვალევი დააჩნია და 30-ე წუთისთვის მოედნის...
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე: კვარა თუ ბარკოლა?
„პარი სენ ჟერმენი’’ „ლანსს’’ მასპინძლობს. შეხვედრის წინა პრეს კონფერენციაზე თავგადახოტრილი და ხელმოტეხილი ლუის ენრიკე ჟურნალისტების წინაშე წარდგა და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კითხვაზე, ვისი გადაყვანა სჯობს მარჯვენა ფრთაზე ხვიჩა კვარაცხელიასი თუ ბრედლი ბარკოლასი, ასე უპასუხა: „მე იბრაჰიმ მბაიესაც დავამატებდი. სამივე უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ჩემს გუნდში ოცივე მოთამაშეს შეუძლია მოქმედება როგორც მარჯვნივ ასევე მარცხნივ. ისინი ყველა პოზიციაზე...
ერთხელ კი გაიყვანა თანაგუნდელი პირისპირ, მაგრამ…
ჟორჟ მიქაუტაძის დებიუტი „ვილიარეალში’’ იღბლიანი არ გამოდგა. კასტელონური (პროვინცია ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ჩრდილოეთ ნაწილში) გუნდი მადრიდში „მეტროპოლიტანოზე’’ „ატლეტიკოსთან’’ 0:2 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 79 წუთი დაჰყო. მისი თამაში flashscore-მა და whoscored-მა 6.0, ხოლო sofascorem-მა 6.5 ქულით შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინანდელ ინტერვიუში მიქაუტაძემ თქვა, რომ ჯერ ახალ თანაგუნდელებს არ იცნობს. მატჩის შემდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა...
სად არის სხვაგან ახალი ჰაკიმი?
ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიჩენს თავს ამ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია, ეს კი დიდად არის დამოკიდებული „პარი სენ ჟერმენის’’ გუნდურ თამაშზე. სწორედ ამიტომ იწვევს დიდ ინტერესს პარიზული კლუბის ყველა სიახლე და მისი ამა თუ იმ ფეხბურთელის შესახებ გამოქვეყნებული წერილი. Maxifoot-ში გამოქვეყნდა ბლოგი, რომლის ავტორი რომენ რიგო შეგვახსენებს, რომ გასულ სეზონში ლუის ენრიკემ რიგ მატჩებში...
კამპ ნოუს ამბავი უკვე სასაცილოა
სანაკრებო კვირეული დამთავრდა, ყურადღების ცენტრში კვლავ კლუბები მოექცნენ. „ბარსელონასა’’ და განახლებული „კამპ ნოუს’’ ურთიერთობა კი სატირიდან ლამისაა კომედიად იქცეს. ჰანსი ფლიკის გუნდმა, რომელსაც 9 შესაძლებლიდან 7 ქულა აქვს, მეოთხე ტურში „ვალენსიას’’ უნდა უმასპინძლოს. კატალონიელებს კარგა ხნის წინ ჰქონდათ გამოცხადებული, რომ ეს იქნებოდა მატჩი, რომელშიც „ბლაუგრანა’’ თავის ლეგენდარულ სტადიონს დაუბრუნდებოდა. ლაპარაკი იყო მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით შეშვებაზე,...









