თვე: მარტი 2024

Home 2024 მარტი
ლობოტკა: ჩვენ რეალი და ბარსელონა არ ვართ
ჩანაწერი

ლობოტკა: ჩვენ რეალი და ბარსელონა არ ვართ

„ნაპოლის” ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნახევარმცველმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრიზი მიიღო და ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ინტერვიუში თქვა: „ამ სიხარულის აღწერა შეუძლებელია. ბედნიერი ვარ ეს ჯილდო რომ მივიღე. მან დამატებითი სტიმული მომანიჭა”. შემდეგ ლობოტკას გასული წელი გაახსენეს და თავი ნაკრების ყოფილ კაპიტანთან მარეკ ჰამშიკთან შეადარებინეს. „ჰამშეკს რვა ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ...

ვალენსია – გუნდი, რომელსაც პენალტებს ურტყამენ და იგერიებს
ჩანაწერი

ვალენსია – გუნდი, რომელსაც პენალტებს ურტყამენ და იგერიებს

„ვილიარეალთან” შეხვედრაში „ვალენსიას” კარში პენალტი დაინიშნა. ხოსე გაიამ ბერტრანდ ტრაორე წააქცია და ფიგეროა ვასკესმა ალექს ბაენა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დააყენა. ამ ორი გუნდის შეხვედრაში ბოლო ოთხი მოგერიებული პენალტი „ღამურების” მეკარეებზე მოდის. ამჯერად, სანტიაგო კანისარესის, ვისენტე ხუაიტას და ჯასპერ სილესენის მსგავსად დარტყმის მიმართულება გიორგი მამარდაშვილმა გამოიცნო. და ქართველმა მის შესახებ კიდევ ერთ კამათს დაუსვა წერტილი — დამტკიცდა,...

მოჯი: ოსიმენი ნაპოლიში აღარ არის
ჩანაწერი

მოჯი: ოსიმენი ნაპოლიში აღარ არის

„რომას”, „ლაციოს” „ტორინოს”, „ნაპოლისა” და „იუვენტუსის” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ცნობილ ადმინისტრატორს, კვაჭსა და საქმოსანს, 87 წლის ლუჩანო მოჯის Televomero ელაპარაკა. „ინტერისა” და „ნაპოლის” ბოლო ტურის შეხვედრაზე (1:1) მან ასე თქვა: „ნეაპოლელებმა არაფრისმთქმელი ფეხბურთი გვაჩვენეს. ეს იყო იმ ორი გუნდის დაპირისპირება, რომელთაც ამ დღეს საუკეთესო თამაში ვერ შემოგვთავაზეს. ორივეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა...

როგორ უპირებენ ოფსაიდის წესს შეცვლას?
ჩანაწერი

როგორ უპირებენ ოფსაიდის წესს შეცვლას?

ფეხბურთში მნიშვნელოვან ცვლილებაზე ფიქრობენ: ფიფასა და თამაშის წესებზე პასუხისმგებელ ორგანიზაცია IFAB-ს თამაშგარე მდგომარეობის გადასხვაფერება დასჯდომიათ ჭკუაში. იდეა ლეგენდარულ არსენ ვენგერს ეკუთვნის და მიზნად შეტევის წახალისებას ისახავს. ვენგერსა და მის მხარდამჭერებს უნდათ, რომ ფეხბურთი უფრო უხვგოლიანი და სანახაობრივი გახდეს. კერძოდ, მოსაზრება ასეთია: თანამსაჯმა ალამი მხოლოდ იმ შემთხვევაში აწიოს, თუ შემტევი ფეხბურთელის სხეული მცველის სხეულზე მთლიანად წინ...

რუსები იოსების დარბაზში…
ჩანაწერი

რუსები იოსების დარბაზში…

რა გადახდა მსოფლიო ჩემპიონს, იოსებ კობერიძეს, რომელსაც არაერთი ჩემპიონი აღუზრდია?! (მათ შორის M-1 ვერსიით ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონიც, აწ განსვენებული გურამ გუგენიშვილი). ყველასთვის ცნობილი იოსებ კობერიძე, რომელიც ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ, ვაკის სავარჯიშო დარბაზში დიდი ხანი ავარჯიშებდა მებრძოლებს და მეტიც, წლების წინ, როცა მსოფლიოში იხვეჭდა სახელს, თავადაც ამ დარბაზში ღვრიდა ოფლს. ის...

უკვე სრული შემადგენლობით…
ჩანაწერი

უკვე სრული შემადგენლობით…

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 19 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდთან ერთად ივარჯიშეს წუხელ ჩამოსულებმა – გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი გველესიანმა, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ. 20 მარტს, „ჯვაროსნები“ მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში გამართავენ. ვარჯიშის დაწყებამდე, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს. გიორგი ქოჩორაშვილი შეკრება 18 მარტიდან დავიწყეთ. მიხარია, რომ...

დაიწყო…
ჩანაწერი

დაიწყო…

საქართველოს ნაკრები შეიკრიბა და ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალისთვის  მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული მატჩებითვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები საგურამოში, სასტუმრო „სევსამორაში“ დაბინავდა და „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. გუნდი ჯერ არასრული შემადგენლობით ემზადება. საქართველოს ნაკრებში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა 38 წლის (18 მარტს გახდა) ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. საქართველო – ლუქსემბურგის...

რატომ აქვთ ესპანელ მსაჯებს ორი გვარი?
ჩანაწერი

რატომ აქვთ ესპანელ მსაჯებს ორი გვარი?

მატეუ ლაოსი, ერნანდეს ერნანდესი, ხილ მანსანო… რა აქვთ საერთო ამ ესპანელ მსაჯებს? ან რით ჰგვანან ისინი ძველ არბიტრებს იტურალდე გონსალესს, დიას ვეგას ან უნდიანო მალენკოს? მიხვედრა ძნელი არ არის — ორი გვარით. და რატომ აქვთ ესპანელ მსაჯებს ორი გვარი? კი ბატონო, ესპანელებს დედისა და მამის გვარის ერთად ტარება ახასიათებთ, მაგრამ მაშინ საკითხი ასე შემოვატრიალოთ: ფეხბურთელებს...

აჩერბიმ ტყუილი მოყვა
ჩანაწერი

აჩერბიმ ტყუილი მოყვა

„ინტერისა” და „ნაპოლის” კვირის შეხვედრას (1:1) სკანდალი მოჰყვა: ნეაპოლელთა მცველმა ჟუან ჟესუსმა მილანელ ფრანჩესკო აჩერბის რასისტულ შეურაცხყოფაში დასდო ბრალი, რის გამოც იტალიის ნაკრების თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ის ვენესუელასა და ეკვადორთან ამხანაგური შეხვედრებიდან მოკვეთა. მატჩები 21 და 24 მარტს აშშ-ში გაიმართება. ფეხბურთელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან დისკვალიფიკაციაც ემუქრება. „ინტერმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომ ის თავადაც გაარკვევს, თუ რა...

„მხოლოდ ამ ფორმისთვის“ – რომაული ბრაზი და სიყვარული
ჩანაწერი

„მხოლოდ ამ ფორმისთვის“ – რომაული ბრაზი და სიყვარული

„როდესაც ლონდონი და ბერლინი არ არსებობდა, პარიზი კი მწყემსებს საძოვრად გაეხადათ, რომს იმპერია ჰქონდა“ რომს რომოლუსი და რემუსი არ დაუკარგავს – მხოლოდ მეტამორფოზა განიცადეს. რომაელებს რომ ჰკითხო, ისინი გარიბალდის შვილები არიან – არა იმპერიის, არამედ იტალიის. ამას ამბობენ, თუმც ისევ „სციპიონის ჩაჩქანზე“ მღერიან (იტალიის ეროვნული ჰიმნი), რომლითად კვლავინდებურად შეიმოსებიან, რათა მტერს ისე გაუსწორდნენ, როგორც კართაგენსა...