თვე: მარტი 2024

Home 2024 მარტი
რა ჰქენი, ბუდუნა, ეს?
ჩანაწერი

რა ჰქენი, ბუდუნა, ეს?

ლუქსემბურგი დაამარცხე, ბუდუ? ორი გოლი გაუტანე? აღფრთოვანების ღირსი მონდომებით და ოსტატობით ითამაშე? მანამდე ძელსაც გაარტყი? კიდევ ერთი გოლი არ ჩაგითვალეს? ორთაბრძოლებს იგებდი, მოპოვებულ ბურთს წამოწეულ თანაგუნდელებს ახვედრებდი, რბილ პასებს აყოლებდი ზონაში. ვიცი, რომ გუნდურ სახეობაში ერთი კაცი არ იგებს, მაგრამ ამ დღეს ჩემთვის მთავარი შენ იყავი. უცხოელებმა დაწერეს, კვარაცხელიას არყოფნაში ზივზივაძემ ლიდერობა გასწიაო. ყველა თავისებურად...

ნაბიჯი ევროპამდე!
ჩანაწერი

ნაბიჯი ევროპამდე!

გერმანიამდე ერთი ნაბიჯი დარჩა! საბერძნეთის ძლევაც და ნაინანატრი ოცნებაც ახდება – საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონტზე ითამაშებს. გიორგი ჯიქია, „სარბიელის“ ფოტორეპორტიორი, ლუქსემბურგთან ისტორიულ შეხვედრას მოედნის კიდედან უცქერდა და ეს ფოტოებიც მისი შემოქმედებაა:  

ბერძნების ერთი საღამო, ერთი ოცნება, ერთი ბრძოლა!
ჩანაწერი

ბერძნების ერთი საღამო, ერთი ოცნება, ერთი ბრძოლა!

ევრო 2024-ის შესარჩევი ფლეი-ოფის მეორე ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა ყაზახეთს 5:0 მოუგო და 26 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ფინალის სათამაშოდ ჩამოდის. გთავაზობთ ამონარიდებს ბერძნული საიტის sport24-ის წერილიდან, რომელსაც ჰქვია „შეუპოვარ თაობას ცოდვათა გამოსყიდვამდე ერთი თამაშიღა დარჩა”. „საბერძნეთის ნაკრებმა შეძლო ყაზახეთთან სამკვდრო-საციცოცხლო შეხვედრა საზეიმო წვეულებად ექცია და ახლა საქართველოსთან „ფინალს” ელოდება. შეხვედრას, რომელიც მას ათწლიანი შესვენების შემდეგ...

ერთი ნაბიჯი გერმანიამდე – წინ გადამწყვეტი ომია
ჩანაწერი

ერთი ნაბიჯი გერმანიამდე – წინ გადამწყვეტი ომია

საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო — ევრო 2024-ის შესარჩევ ფლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ახლა ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის გამარჯვებულს დაელოდება. წინ გერმანიის საგზურია. შეხვედრის გმირი გერმანული „კარლსრუეს“ შემტევი ბუდუ ზივზივაძე გახდა. ბუდუმ დუბლი შეასრულა. კარგი იყო ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი, ქოჩორაშვილი… მთავარია, წვიმიან „დინამო არენაზე” ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მაყურებელი არ გაჩერებულა....

რუბიალესმა დომინიკაში გაასწრო
ჩანაწერი

რუბიალესმა დომინიკაში გაასწრო

თუკი ბოლო წლის განმავლობაში ესპანეთში ვინმემ სკანდალური პოპულარობა მოიპოვა, ეს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუის რუბიალესია. შემოდგომაზე ის თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი: ფეხბურთელ ქალს ჯენი ერმოსოს დაჯილდოების ცერემონიალზე ტუჩებში აკოცა, მაგრამ ეს არაფერი — ახლა რუბიალესი კიდევ უფრო დიდ შარშია. მას ფულის არალეგალურად შოვნაში სდებენ ბრალს. ოთხშაბათს, რუბიალესს დასაჭერად მიადგნენ, მაგრამ ეჭვმიტანილი ვერ მოიხელთეს —...

ჩოლიტოს პოსტ-იმობილეს ეპოქისთვის ამზადებენ
ჩანაწერი

ჩოლიტოს პოსტ-იმობილეს ეპოქისთვის ამზადებენ

არგენტინელი ფეხბურთელისთვის, რომელიც მარადონაზე ფილმების ცქერით გაიზარდა, „ნაპოლიზე” უკეთესი კლუბი არ არსებობს. ჯოვანი სიმეონესთვის, რომელმაც გასულ სეზონში ლურჯი მაისურით რამდენიმე გოლი გაიტანა და სკუდეტო მოიგო, რაც „პარტენოპეელებს” მარადონას მერე არ გაუკეთებიათ, ეს ორმაგად მნიშვნელოვანია, მაგრამ აი დადგა ახლანდელი სეზონი და აღმოჩნდა, რომ „ჩოლიტო” სათადარიგო ფეხბურთელია, რომელიც მეტწილად სკამზე ზის და გოლები ვეღარ გააქვს: ყველა შეჯიბრებაში...

ყველაზე ძვირი გუნდი
ჩანაწერი

ყველაზე ძვირი გუნდი

„ინტერს” იტალიაში ყველაზე ძვირადღირებული გუნდი ჰყავს. სერია A-ში სიმონე ინძაგის ფეხბურთელებს სატრანსფერო ფასით ვერავინ შეედრება. მონაცემთა ბოლო განახლების დროს Transfermarkt-მა დაწერა, რომ წინა დათვლასთან შედარებით „შავ-ლურჯების” ჯამურმა ფასმა არც მეტი-არც ნაკლები 33,5 მილიონი ევროთი მოიმატა. ახლა „ნტერის” მოთამაშეთა ღირებულება 622,35 მილიონი ევროა. შედარებისთვის: ინტერელთა თანაქალაქელი „მილანი” 100 მილიონი ევროთი ნაკლები ღირს. როდესაც „ნერაძურიზე” ვლაპარაკობთ, აუცილებლად...

ამაყი და სევდიანი
ჩანაწერი

ამაყი და სევდიანი

ბელგიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა კარიერაში თავის საუკეთესო მოგონებაზე ისაუბრა. „ეს იყო ჩემი ოცნება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ტრავმების გამო არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა. როდესაც ვიხსენებ და ვხედავ ჩემს სურათებს, სადაც მადრიდის „რეალის“ თეთრი მაისურა მეცვა, ვამაყობ. რაც შეეხება „ჩელსის“, იქ შვიდი წელი გავატარე. ეს ჩემი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო მოგონებაა“, – სევდიანად ამბობს...

მადონინები
ჩანაწერი

მადონინები

როცა იტალიელს უნდა თქვას „ღმერთო ჩემო“, იტყვის – „მადონა“. იქ მარიამ ღვთისმშობელს ყველაზე მეტს უგებენ და მას ყველაზე მეტჯერ ახსენებენ. ამ ქვეყანაში ბევრი მადონაა, ფლორენციაში მთავარ ტაძარს სანტა მარია დელ ფიორე ჰქვია, ქალწული მარიამის საპატივსაცემოდ; იქ არის სანტა მარია ნოველაც; რომში – სანტა მარია მაჯორე. როგორც ჩემმა მეგობარმა იხუმრა – იტალიელებს სულ სანტა მარია გაგა...

ხარისხი და გონება…
ჩანაწერი

ხარისხი და გონება…

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე საგურამოში ივარჯიშა, რომლის დაწყებამდე ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „გუნდში სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ფეხბურელებს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ კონცენტრაციაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია გონივრულად ვითამაშოთ და ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, გვაქვს ჩვენი გეგმა, მაგრამ არაფერი განსაკუთღებული არ მოგვიფიქრებია,...