ყველაზე ძვირი გუნდი

Home აქეთურ-იქითური ყველაზე ძვირი გუნდი
ყველაზე ძვირი გუნდი

Matteo Darmian of Inter Milan celebrates after scoring his team first goal during the Italian Serie A football match Inter Milan vs Napoli at San...„ინტერს” იტალიაში ყველაზე ძვირადღირებული გუნდი ჰყავს. სერია A-ში სიმონე ინძაგის ფეხბურთელებს სატრანსფერო ფასით ვერავინ შეედრება. მონაცემთა ბოლო განახლების დროს Transfermarkt-მა დაწერა, რომ წინა დათვლასთან შედარებით „შავ-ლურჯების” ჯამურმა ფასმა არც მეტი-არც ნაკლები 33,5 მილიონი ევროთი მოიმატა. ახლა „ნტერის” მოთამაშეთა ღირებულება 622,35 მილიონი ევროა. შედარებისთვის: ინტერელთა თანაქალაქელი „მილანი” 100 მილიონი ევროთი ნაკლები ღირს.

როდესაც „ნერაძურიზე” ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ Transfermarkt-ის თანახმად მის ფეხბურთელთა საშუალო ფასი 24,89 მილიონ ევროს უდრის ანუ 20 მილიონიან ნიშნულს აღემატება . ასე ძვირად თვით „იუვენტუსის” მოთამაშეებიც კი არ არიან შეფასებული. და კიდევ ერთი: „ინტერის” გარდა ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელსაც 20 მილიონიანი ნიშნული აქვს გადალახული ისევ „მილანია”, რომლის ფეხბურთელთა საშუალო ღირებულება 20,5 მილიონს უდრის.

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.