არგენტინის თასის ოცდამეთორმეტედფინალში „ბოკა ხუნიორსმა” „სენტრალ ნორტეს” 3:0 მოუგო და ამ შეხვედრაში ორი გოლით თავი „ნაპოლის” ყოფილმა თავდასხმელმა, შემდეგ კი „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა, 37 წლის ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გამოიჩინა. ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ თასის ოცდამეთორმეტედფინალი გამორჩევით აღნიშვნისთვის მეტისმეტად ადრეული ეტაპია და იქ გატანილ გოლისთვის დროის დათმობა არც ღირს, არგენტინელი ტელეკომენტატირის ღრიალს მოუსმინოს. ედინსონ...
მეტოქე: ფოტის იოანიდისი
ვინ არის საბერძნეთის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი? ევრო 2024-ის შესარჩევი ფლეი-ოფის ნახევარფინალში, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ამ პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში 24 წლის ფოტის იოანიდისმა ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ბერძნებმა მოიგეს 5:0. იოანიდისს flashscore-მა 7.5 ქულა დაუწერა. „პანათინაიკოსის” 24 წლის თავდამსხმელმა, რომლის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა, მოედანზე 63 წუთი დაჰყო, შემდეგ კი ის პაოკ-ის...
იპონები და ოქროები
თბილისის გრანდ სლემის ბოლო დღეს ჩვენმა ძიუდოისტებმა მონაგარს ორ ოქროსთან ერთად ერთი ბრინჯაოც შემატეს და საბოლოოდ, საშინაო გრანდ სლემი 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაური (90კგ.) პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი მეტოქეების რბევას შეუდგა და არანაირი შანსი არ დაუტოვა. ჯერ აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, შემდეგ ამერიკელ ჯონ იაინს სძლია,...
ფინალზე შიმონი მოდის…
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. არბიტრი გახლავთ შიმონ მარცინიაკი – ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსაჯი, რომელიც ამ საქმეში 2009 წლიდანაა, ფიფა-ს რეფერი კი 2011 წელს გახდა. 43 წლისაა და ბიზნესმენია. სხვათა შორის, სწორედ მარცინიაკმა იმსაჯა საბერძნეთი-საქართველოს საკვალიფიკაციო მატჩი 2021 წლის 31 მარტს, რომელიც 1:1 დასრულდა. იმ თამაშში პოლონელმა 7 ფეხბურთელს უჩვენა...
კალცონა სლოვაკეთში აგებს და ნაპოლიზე ფიქრობს
ფრანჩესკო კალცონას სლოვაკეთის ნაკრებმა შინ, ბრატისლავაში, ავსტრიასთან ამხანაგური შეხვედრა წააგო – 0:2. ანგარიში პირველივე წუთზე „ლაიფციგის” კრისტოფ ბაუმგარტნერმა გახსნა, 82-ე წუთზე კი „ვესტ ბრომვიჩის” ანდრეას ვაიმანმა შეაგდო მეორე გოლი. ეს გახლდათ კალცონას მეოთხე მარცხი სლოვაკეთის ეროვნული გუნდის თავკაცის რანგში. „ნაპოლის” მწვრთნელმა სლოვაკეთის ნაკრები 2022 წლის სექტემბერში ჩაიბარა და გუნდი ევრო 2024-ზე ყოველგვარი ფლეი-ოფის გარეშე, პირდაპირ...
ფრთხილად, მარჯვნივ მასურასია
საბერძნეთის ეროვნული გუნდი თბილისში საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ამ შეხვედრას ბერძნული პრესა ათწლეულის მატჩს უწოდებს. მისი გამარჯვებული ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდება. საქართველომდე კი ბერძნებს ჰქონდათ ნახევარფინალი ყაზახეთთან, რომელიც შთამბეჭდავად მოიგეს – 5:0. ეს შეხვედრა საბერძნეთის გუნდმა მეტად ეფექტურად ჩაატარა, თუმცა საიტი sport24 მაინც გამოარჩევს ერთ ფეხბურთელს — „ოლიმპიაკოსის” 30 წლის მარჯვენა ნახევარმცველ-გარემარბ გიორგიოს მასურასს....
დინამოსთვის ევროტურნირები დამთავრდა
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის თასზე გადაინაცვლა და იქაც დამარცხდა. „დინამომ“ მეოთხედფინალში ხორვატულ „პრიმორიეს“ უმასპინძლა და 15:20 დათმო. არადა, „დინამოს“ სტუმრად 7:8 ჰქონდა წაგებული და იმედი გვქონდა, რომ ამ მინიმალურ ჩამორჩენას თბილისში აღმოფხვრიდა. ასე არ მოხდა. იყო მომენტი, როდესაც 3:2 დავწინაურდით, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. „დინამომ“ პირველი მეოთხედი 4:6 წააგო და მას შემდეგ...
ორი დღის ორი ოქრო
თბილისის გრანდ სლემზე ორი საშეჯიბრო დღე მიილია და ქართველ ძიუდოისტთა მონაგარი ორი ოქროს მედალია. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველ წრეში გერმანელი იგორ ვანდტკე დაამარცხა, შემდეგ ირლანდია ჯოშუა გრინს სძლია, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კანგს იპონით აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ებრაელ ტოჰალ ბუტბულს მოუგო. ფინალში ჩვენებურის მეტოქე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე კარენ გალსტიანი იყო, ვისაც 32 წამში...
მოსალოდნელია ზღვარგადასული შეთავაზება
რადიო „პუნტო ნუოვოს” სპორტულ გადაცემას Tuttomercatoweb-ის დირექტორი, ჟურნალისტი ნიკოლო ჩეკარინი ესტიმრა, რომელმაც „ნაპოლისა” და მის მომავალზე ილაპარაკა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, თუ რა თქვა მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. …„ნაპოლი” კვარაცხელიას „გამომწყვდევას” შეეცდება, მაგრამ ზღვარგადასული წინადადებებისთვის უნდა იყოს მზად. ძნელია ფეხბურთელის შენარჩუნება, როდესაც კლუბი და თავად მოთამაშე დიდძალი ფულის წინაშე დგებიან. თუმცა დე ლაურენტისის მთავარი ამოცანა, რასაკვირველია...
საბერძნეთის ნაკრებმა საღამო რესტორანში გაატარა
საბერძნეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის გზაზე, შესარჩევი ტურნირის ნახევარფინალში ყაზახეთს 5:0 მოუგო და 26 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ფინალს თამაშობს. ყაზახებთან შთამბეჭდავმა გამარჯვებამ მთელი საბერძნეთი ოპტიმიზმით აღავსო. როგორც sport24 წერს, 22 მარტს, განმუხტვისა და დასვენების მიზნით ნაკრების ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა რამდენიმე საათი ათენის ცენტრში, ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში გაატარეს. ეს იყო სადილი შესარჩევი შეჯიბრების ვნებათაღელვასთან...









