მოსალოდნელია ზღვარგადასული შეთავაზება

Home აქეთურ-იქითური მოსალოდნელია ზღვარგადასული შეთავაზება
მოსალოდნელია ზღვარგადასული შეთავაზება

Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli is pressured by Matteo Darmian of FC Internazionale during the Serie A TIM match between FC Internazionale and...რადიო „პუნტო ნუოვოს” სპორტულ გადაცემას Tuttomercatoweb-ის დირექტორი, ჟურნალისტი ნიკოლო ჩეკარინი ესტიმრა, რომელმაც „ნაპოლისა” და მის მომავალზე ილაპარაკა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, თუ რა თქვა მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.

…„ნაპოლი” კვარაცხელიას „გამომწყვდევას” შეეცდება, მაგრამ ზღვარგადასული წინადადებებისთვის უნდა იყოს მზად. ძნელია ფეხბურთელის შენარჩუნება, როდესაც კლუბი და თავად მოთამაშე დიდძალი ფულის წინაშე დგებიან. თუმცა დე ლაურენტისის მთავარი ამოცანა, რასაკვირველია ქართველის შენარჩუნება და მისი კონტრაქტის განახლებაა…

…ოსიმენი? ის „ნაპოლიდან” უეჭველად წავა. ის იმ შემთხვევაშიც კი წავა, თუ გარიგება მის კი არა, დე ლაურენტისის პირობებზე მოხდება…

…შემდეგი ცენტრალური მცველი? „ნაპოლი” გამორჩეული უნარ-ჩვევების მქონე მცველს იანვარშიც ეძებდა, მაგრამ ბონჯორნოსა და დრაგუშინს მოსაწონი პირობები ვერ შესთავაზა. შემდეგ იყო არტურ თეატეს და პერესის ვარიანტები, მაგრამ ამ ვარიანტებს დიდი ინტერესი არ გამოუწვევიათ. ზაფხულში კლუბი რასაკვირველია ახალი ვარიანტების მოძებნას შეეცდება, მაგრამ ყურადღების ცენტრში მაინც ზემოთ ნახსენები ფეხბურთელები დარჩებიან..

…დე ლაურენტიისს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვინ იქნება გუნდის მომავალი მწვრთნელი. ბევრი რამ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული. ქვეყნად არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა მწვრთნელია, მაგრამ ამ ეტაპზე არჩევანი არავისზე შეჩერებულა. ფრანჩესკო კალცონას სრული უფლება აქვს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ჩაამთავროს მიმდინარე შეჯიბრება და „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგაში გაყვანა სცადოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამისთვის შესაძლოა მეხუთე ადგილიც გამოდგეს. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად კალცონას სიჩქარის გადართვა მოუწევს. „ბოლონიამ” ბანქოს ქაღალდი არია და ისეთი შესაშური დაჟინებით მიიწევს წინ, რომ დიდ გუნდებსაც შეშურდებათ. არსებობს საუცხოო სეზონის ცნება. შარშან ასეთი სეზონი „ნაპოლის” ჰქონდა, წლეულს „ბოლონიას” აქვს. ტიაგო მოტა დიდებულად მუშაობს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.