საბერძნეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის გზაზე, შესარჩევი ტურნირის ნახევარფინალში ყაზახეთს 5:0 მოუგო და 26 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ფინალს თამაშობს.
ყაზახებთან შთამბეჭდავმა გამარჯვებამ მთელი საბერძნეთი ოპტიმიზმით აღავსო. როგორც sport24 წერს, 22 მარტს, განმუხტვისა და დასვენების მიზნით ნაკრების ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა რამდენიმე საათი ათენის ცენტრში, ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში გაატარეს. ეს იყო სადილი შესარჩევი შეჯიბრების ვნებათაღელვასთან ერთად. ადამიანები, რომლებიც იმ დროს ხსენებულ რესტორანში ისვენებდნენ, ეროვნული გუნდის მოთამაშეებს არ ელოდნენ და ტაშით შეეგებენ მათ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
