სანამ ქართველი გულშემატკივარი ნაკრების ევრო-შესარჩევი თამაშებით იყო გატაცებული და ისტორიაში პირველად დიდ შეჯიბრებაში გასვლას ზეიმობდა, ნეაპოლში, თუმცა არა მხოლოდ ნეაპოლში, არამედ მთელს იტალიაში, ჟუან ჟესუსისა და ფრანჩესკო აჩერბის საქმეს არჩევდნენ. მოგეხსენებათ, „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში მილანელმა ფეხბურთელმა აჩერბიმ „აძურის” ბრაზილიელ მცველ ჟუან ჟესუსს „ნიგერი” უწოდა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. საქმე სპორტულმა სასამართლომ გაარჩია, მაგრამ მოსამართლის...
სიხარულის დღე!
27 მარტი დიდი სიხარული დღე იყო. დიახ, 27 მარტი. 26 – ში გვარიანად ვინერვიულეთ და როცა საათის ისარი 12-ს გადასცდა, ის ბედნიერებაც გვეწვია, რასაც მთელი საქართველოს 30 წელიწადზე მეტხანს ელოდა – საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გავიდა… ამ დიდი სიხარულის მოწმე კი სხვებთან ერთად „სარბიელის“ ფოტორეპორტიორი გიორგი ჯიქია გახლდათ, რომლის ობიექტიმა დააფიქსირა კიდეც ეს გემრიელი ნამუშევრები:
ევროდებიუტანტები
საოცარი ტრადიცია აქვს ევროპის ჩემპიონატს: ყოველი ახალი გათამაშების ფინალურ ეტპაზე ერთი დებიუტანტი მაინც ჰყავს. 2024 წლის ევრო ისტორიაში მეჩვიდმეტეა და მისი დებიუტანტი გახლავთ საქართველოს ნაკრები. პირველი კონტიტნეტური ჩემპიონატი 1960 წელს ჩატარდა. მასში სულ ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ცხადია ის შეჯიბრება ოთხივესთვის სადებიუტო იყო. წუხელ, პენალტებში საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ საქართველო გახდა 35-ე გუნდი, რომელიც...
არის, ასრულდა ოცნება! – საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში, პენალტების სერიაში საბერძნეთის ეროვნულ გუნდს 4:2 მოუგო (ძირითადი და დამატებითი დრო — 0:0) და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს… პენალტების სერიას ორი გმირი ჰყავდა. გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ბაკასეტასს აუღო თერთმეტმეტრიანი და ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც გამარჯვების პენალტი შეაგდო. თუმცა არც სხვებს დაუზოგავთ თავი, იბრძოლეს, იომეს და...
უფალი დიდია, აღდგომა და ხვალეო!
– დილა მშვიდობისა, მეტ! – დილა მშვიდობისა, სერ! – როგორ ხარ, მეტ? ფინჯანი ყავა? – სიამოვნებით, სერ! – აი, მიირთვი. – გმადლობთ, სერ! – ახალი რა ხდება ქვეყანაზე? – ყველაფერი ძველებურად არის, სერ. რუსეთი უკრაინას ეომება, ისრაელი – პალესტინას, სომხეთი – აზერბაიჯანს, თურქეთი კი ყველას ეომება, მაგრამ ბრძოლებში არ ერთვება… – ოოო, ძალიან მოსაწყენია უკვე...
ნაპოლის მეტოქე დაშავდა
„ატალანტა” გასაჭირშია — სანაკრებო კვირაში ჰოლანდიელი ტეუნ კოოპმაინერსის შემდეგ ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი შარლ დე კეტელარიც დაუშავდა. ეს ბერგამოელებს შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ, რადგან შაბათს სერია A-ს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით „ნაპოლისთან”. „ატალანტა” 47 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო „აძური” 45 ქულით მეშვიდეზეა. ისინი მომავალ სეზონში ევროთასებზე გამსვლელი ადგილისთვის ეცილებიან ერთმანეთს. დე კეტელარი ბელგიელთა ბანაკიდან იტალიაში დაბრუნდა და გამოკვლევა...
ქართველთა ენთუზიაზმი და ბერძენთა ცივი სისხლი
თბილისში, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მისია უნდა აღსრულდეს, და არა მარტო თბილისში, არამედ არანორმალურად ლამაზი საქართველოს ყველა კუთხეში ყველა სამშაბათის თამაშზე ფიქრობს. ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ამ შეხვედრას არ წააგებენ და მარჩინიაკის საფინალო სასტვენის შემდეგ ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე სწორედ მათი გუნდი გავა. ეს საბერძნეთისთვის აუტანელი სტრესია, არა? ან იქნებ პირიქითაა და ის, რაც...
14 ქართველი ტოპ 14-ში
საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 14-ში მე-19 ტურის 7 მატჩი შედგა და სასიხარულოა, რომ ქართველთა გარეშე არცერთ მათგანს ჩაუვლია. მთლიანობაში გასულ უქმეებზე 14-მა ჩვენებურმა ითამაშა, რაც ნამდვილად არაა ურიგო რიცხვი. ლიდერის პოზიციაზე დედაქალაქური „სტად ფრანსე“ დაბრუნდა, რომელმაც „ლიონს“ უმასპინძლა და 22:13 იმარჯვა. შეხვედრა „ჟან ბუენზე“ შედგა, ასე რომ სტუმართა ბორჯღალოსან უკანახაზელ დავით ნინიაშვილს ამ არენაზე ზედიზედ მეორე...
საოცარი, განსაკუთრებული…
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდელთა ინგლისელი ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის თამაში შეაფასა. „ჯუდი საოცარი, განსაკუთრებული ფეხბურთელია და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის „რეალში“ გვყავს. ძალიან კარგია. ვიმედოვნებ ბელინგემი ბევრ ტიტულს მოუტანს გუნდს“, – თქვა ზიდანმა. 20 წლის ბელინგემი მადრიდის „რეალს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა მადრიდელების შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 20...
90 წუთი? შეიძლება 120-იც…
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა. „წინა მატჩისგან განსხვავებით, ახლა აღდგენებისთვის მეტი დრო მოგვეცა. ლუქსემბურგის შემდეგ 26-ივე მოთამაშე მზად არის. დაგვრჩა ბოლო ვარჯიში. მეტოქეზე არ ვისაუბარებ, მირჩევნია, ყურადღება საკუთარ გუნდზე გავამახვილოთ. როდესაც გავიგეთ, რომ საბერძნეთს ვეთამაშებოდით, ვიცოდით, რომ რთული თამაში...









