„ნაპოლის” ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნახევარმცველმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრიზი მიიღო და ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ინტერვიუში თქვა:
„ამ სიხარულის აღწერა შეუძლებელია. ბედნიერი ვარ ეს ჯილდო რომ მივიღე. მან დამატებითი სტიმული მომანიჭა”.
შემდეგ ლობოტკას გასული წელი გაახსენეს და თავი ნაკრების ყოფილ კაპიტანთან მარეკ ჰამშიკთან შეადარებინეს. „ჰამშეკს რვა ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ-ერთს სკუდეტოში გამიცვლიდა. ჩემი ტიტული გასული სეზონის გუნდური მუშაობის შედეგია”.
გასული სეზონის შესახებ: „2023 წელი უცნაური იყო. პირველი ნახევარი შესანიშნავი გამოდგა, მეორე ნახევარი კი არა”.
ფეხბურთელმა „აძური” ევროპის წამყვარნ კლუბებს „რეალსა” და „ბარსელონასაც” შეადარა: „ჩვენ „ნაპოლი” ვართ. „რეალსა” და „ბარსელონასავით” ყოველ წელიწადს ჯილდოს ვერ ვიგებთ. მათ დონეზე არ ვართ, მაგრამ მის მისაღწევად სწორ გზას ვადგავართ”.
მომავალი? მის შესახებ ლობოტკამ თქვა: „ნეაპოლში ბედნიერი ვარ, მაგრამ მომავალში რა მოხდება არ ვიცი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/11/2026 | 10:04მარკა: ჰიმნის დროს სტვენა უზრდელობაა!
სიახლეები16/11/2026 | 09:00ბელგიამ იტალია გაანადგურა
მთავარი ამბავი16/11/2026 | 07:27ინგლისელთა დიდი გამარჯვება მადრიდში
აქეთურ-იქითური15/11/2026 | 10:16დიდიე დროგბა: რატომ ვერ მოიგო მბაპემ ოქროს ბურთი?
