თვე: მარტი 2024

Home 2024 მარტი
ის აქ არის…
ჩანაწერი

ის აქ არის…

ილია თოფურია თბილისშია! 1 თვის წინ, მან ალექსანდრ ვოლკანოვსკი სატიტულო ბრძოლაში დაანოკაუტა და ისტორიაში პირველად, საქართველოს საჩემპიონო ქამარი მოუტანა. ილია სამშობლოში დღეს ჩამოვიდა. ელ მატადორი საჩემპიონო ქამარს ხუთშაბათს, საქართველო – ლუქსემბურგის მატჩისას წარადგენს.   

თავ-პირის მტვრევა თურქეთში
ჩანაწერი

თავ-პირის მტვრევა თურქეთში

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურის მატჩი „ტრაბზონსა“ და „ფენერბახჩეს“ შორის (2:3) სტუმართა გუნდის ფეხბურთელებსა და მასპინძელთა გულშემატკივრებს შორის ჩხუბით დასრულდა. საფინალო სასტვენის შემდეგ „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში გაშმაგებით იზეიმეს გამარჯვება, რაც არ მოეწონათ მასპინძელ გულშემატკივრებს, ისინი მოედანზე მასობრივად გამოცვივდნენ. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი, მაგრამ რა ჩხუბი… სტუმარ ფეხბურთელებს ბლომად მოხვდათ, თუმც არც მათ დაუკლიათ ადგილობრივი ფანებისთვის....

16-გზის საქართველო!
ჩანაწერი

16-გზის საქართველო!

საქართველოს ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის დედაქალაქში ბეჭედი დაუსვეს იმ ამბავს, რომ ე.წ. სარაგბო ტიერ ორზე ბადალი არ ჰყავთ. 36:10 – ასეთი ანგარიშით დასრულდა „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის. ცხადია, ქართველებმა მოიგეს და თავისი სტატუსი კიდევ ერთხელ დაადასტურეს – ამ დონეზე ჩვენს ბიჭებთან კონკურენციას ვერავინ ახერხებს და შარშან, მსოფლიო თასზე იგივე...

მამარდაშვილი ყველაფერს ვერ გააკეთებს
ჩანაწერი

მამარდაშვილი ყველაფერს ვერ გააკეთებს

„ვალენსიამ” „ვილიარეალთან” 0:1 წააგო. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ეთამაშა დამარცხებული(!) გუნდის მეკარეს, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაესახელებინათ — გიორგი მამარდაშვილზე მოგახსენებთ. AS: ფაქტობრივად ყველა დარტყმა მოიგერია. ქართველთან მხოლოდ კუენკას გაუმართლა. მამარდაშვლიმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუცხოო პერიოდი უდგას. მე-13 წუთზე მიჯრით სამი დარტყმა უკუაგდო. შემდეგ წარმოდგენა გაგრძელდა, როდესაც ბაენას პენალტი აუღო. მეორე ტაიმში სამი ისეთი დარტყმაც მოიგერია,...

ნაპერწკალიც აკლდა და თანაგუნდელებიც ვერ ეხმარებოდნენ
ჩანაწერი

ნაპერწკალიც აკლდა და თანაგუნდელებიც ვერ ეხმარებოდნენ

„სან სიროზე” „ინტერისა” და „ნაპოლის” თამაში 1:1 დამთავრდა. 29 ტურის შემდეგ „შავ-ლურჯებს” 76 ქულა აქვთ და თანაქალაქელ მდევარ „მილანს” 14 ქულით უსწრებენ, ნეაპოლელები კი 45 ქულით მეშვიდე პოზიციაზე არიან და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-4 ადგილს 9 ქულა აშორებთ. იტალიურმა პორტალებმა ფეხბურთელებს ტრადიციულად ქულები დაუწერეს. ქვემოთ გთავაზობთ, თუ როგორ შეაფასეს მათ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში. აგრეთვე მოგვყავს...

ჟუან ჟესუსი: მან ნიგერი დამიძახა, მაგრამ მერე მომიბოდიშა
ჩანაწერი

ჟუან ჟესუსი: მან ნიგერი დამიძახა, მაგრამ მერე მომიბოდიშა

სერია A-ს ლიდერმა და თითქმის ჩემპიონმა „ინტერმა” შინ აწ უკვე ექს-ჩემპიონ „ნაპოლის” ვერ მოუგო — 1:1. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მილანელთა განაპირა მცველმა მატეო დარმიანმა გახსნა, მაგრამ 81-ეზე სტუმრების ბრაზილიელმა სტოპერმა ჟუან ჟესუსმა წონასწორობა თავურით აღადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ DAZN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟესუსმა თქვა: კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში მოედანზე მარტო ჩვენ ვიყავით. ფრე „ნაპოლისთვის” კარგი...

გოლი კუთხურიდან ლორიას გაძევებით
ჩანაწერი

გოლი კუთხურიდან ლორიას გაძევებით

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შემდეგ უდანაკაგო მხოლოდ მოქმედი ჩემპიონი „ბათუმია.“ ზღვისპირელებს 100 პროცენტიანი შედეგი აქვთ – 4 თამაში, 4 მოგება. ამჯერად მათ „თელავი“ დაამარცხეს სტუმრად დავით მუჯირის გოლით. პირველად დამარცხდა გორის „დილა.“ გორელებმა „ტოპედოსთან“ მინიმალური ანგარიშით წააგეს. ქუთაისელებმა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვეს. მათმა ლიდერმა გიორგი არაბიძემ კი ულამაზესი ბურთი გაიტანა. ეფექტური გამოდგა  21 წლის...

ელმასი ახლა ნაპოლიში რომ ყოფილიყო
ჩანაწერი

ელმასი ახლა ნაპოლიში რომ ყოფილიყო

საიტი spazionapoli წერს, რომ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის” ცხოვრებაში გასაგები და მისაღები ცოტა რამ მოხდა. ბევრ სხვა ამბავთან ერთად პარადოქსული იყო ელიფ ელმასის გაყიდვაც, რამაც სიკეთე არც გუნდს მოუტანა და არც ფეხბურთელს. მეტიც, ჩრდილო მაკედონიელ ვარსკვლავს ეტყობა ნოსტალგია შემოაწვა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, „ლაიფციგის” სათადარიგოთა სკამზე ჯდომისგან მოზღვავებული დარდის გასაქარვებლად ნეაპოლს ეწვია, სადაც ქუჩებში მანქანით...

ნაპოლის სარი არ ასცდება
ჩანაწერი

ნაპოლის სარი არ ასცდება

„რომასა” და „ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა სებინო ნელამ „რადიო რაისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნეაპოლელთა მომავალ მწვრთნელზე ილაპარაკა. მან თქვა: „ფეხბურთის სამყაროში მოტრიალე მეგობრისგან შევიტყვე, რომ „აძურას” სათავეში მაურიციო სარი ჩაუდგება და სპორტულ დირექტორად კი იგლი ტარეს წაიყვანს. ეს კლუბის მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება”. მოგეხსენებათ, სარი „ლაციოს” ედგა სათავეში, მაგრამ ცოტა ხნის წინ რომაული კლუბის...

მორიგი ცეკვა მგლებთან
ჩანაწერი

მორიგი ცეკვა მგლებთან

კვირას, 17 მარტს, ღამის 12 საათზე პარიზის „ჟან ბუენზე“ „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის მთავარი მატჩი დაიწყება: საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ. ბორჯღალოსნებისთვის ეს მატჩი უპრინციპულესი რომაა, ეს ცალკე ისტორიაა. მოგეხსენებათ, შარშან, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე სწორედ „ლობუშმა“ („მგლებმა“) ჩატოვა ჩვენი ნაკრები ჯგუფის ბოლო ადგილზე. პორტუგალიასთან ფრე მარცხის ტოლფასი იყო – მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს და პორტუგალიის...