მსოფლიო ჩემპიონატის მზადების ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი საკონტროლო მატჩი ლატვიაში ჩაატარა და იქაურ ნაკრებთან 25 ქულით განადგურდა – 57:82. ჩვენი გუნდი მხოლოდ დასაწყისში იყო წინ, როდესაც 4-5 ქულით იგებდა, ხოლო მეოთხედში მხოლოდ 20:19 იმარჯვა. ამის შემდეგ ბალტიისპირელებმა ალღო აუღეს ილიას ზუროსის გუნდის თამაშს. ლატვიელებს ყველაფერი გამოდიოდათ – სწრაფი თუ პოზიციური შეტევა. სროლები პერიმეტრიდან თუ...
წელი: 2023
აკადემიიდან დინამოში
თბილისის „დინამო“ მწვრთნელად ანდრეს კარასკო დანიშნეს. ესპანელი სპეციალისტი „დინამოს“ აკადემიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში. ესპანელი სპეციალისტი 12 წლის განმავლობაში „ბარსელონაში“, „ლა მასიაში“ აკადემიაში მუშაობდა. სხვადასხვა დროს „მალაგას“ 16 და დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდე გუნდების თავკაცი გახლდათ. ასევე უმუშავია ესპანური „საბადელის“, ავსტრალიური „ვესტერნ სიდნეი უონდერერსისა“ და თურქული „ქარაბუქსფორის“ მწვრთნელის ასისტენტად. კარასკო „დინამო“ აკადემიაში 2022...
ვალენსიამ ღვთისმშობელს დახმარება სთხოვა
დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „მესტალიაზე” ინგლისურ „ასტონ ვილას” შეხვდება. ეს გახლავთ „ტროფეო ნარანხა” ანუ ფორთოხლის თასი, ამხანაგური მატჩი, რომელსაც „მესტალიაზე” 1959 წლიდან ათამაშებენ. ამ შეხვედრისთვის „ღამურებს” ერთადერთი ახალი ფეხბურთელი ჰყავთ, 24 წლის ნახევარმცველი პეპელუ, რომლის ნამდვილი სახელია ხოსე ლუის გარსია ვაია. ის „ლევანტეს” ეკუთვნოდა, რომელსაც ბოლოს პორტუგალიურ „ვიტორია გიმარაეშში” ჰყავდა იჯარის...
ნატანი ნაპოლიში გადადის
„ნაპოლი” „ბაიერნში” გადასული კიმ მინ-ჯაეს შემცვლელის აყვანასთან ახლოს არისო, ირწმუნება იტალიური პრესა. ლაპარაკია ბრაზილიელ ნატან ბერნარდო დე სოუზაზე, რომელიც სან პაულუს კლუბ „რედ ბულ ბრაგანტინოში” თამაშობს. იტალიის ჩემპიონი 22 წლის მცველის სანაცვლოდ მაქსიმუმ 10 მილიონ ევროს გადაიხდის. კლუბებს შორის მოლაპარაკებები სწრაფად მიმდინარეობს და spazionapoli-ს მტკიცებით, მხარეებმა სადაც არის ხელი ხელს უნდა დაჰკრან. „ნაპოლის” ამოცანაა ბრაზილიელი...
ანგისაც დაშავდა
„ნაპოლის” ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას ტრავმაღა აკლდა. გუშინ კასტელ დი სანგროში მან კუნთი გაიჭიმა და ვარჯიში გამოტოვა. კლუბმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური პრეს-რელიზი გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ პინეტა გრანდეს კლინიკაში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ანგისას მარჯვენა ფეხზე სოლეუსის კუნთის პირველი ხარისხის დაზიანება აქვს. კამერუნელმა ნახევარმცველმა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სავარაუდოდ მომდევნო კვირაში მას ხელახლა გამოიკვლევენ. ჯერ ვერავინ იტყვის...
მასტერსის ცუდი დასაწყისი
უნგრეთში დაიწყო ძიუდოისტთა მასტერსი და პირველი დღე ქართველთათვის კრახით დასრულდა. ტატამზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მედლის შანსიც კი არავის ჰქონია. სხვებზე შორს თემურ ნოზაძე (60კგ) გავიდა, რომელმაც თავდაპირველად ტაივანელ იუნგ ვეი იანგს აჯობა, შემდეგ უკრაინელი არტემ ლესიუკიც დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში თურქ სალიჰ ილდიზთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უკვე აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევთან წააგო. ამავე...
ჭიაბრიშვილი „დინამოდან“ წავიდა…
„გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამო თბილისი“ დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მთავარ მწვრთნელთან ერთად გუნდი მისმა ასისტენტებმა გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოძაზემ და ალექსანდრე იწკირველმა დატოვეს“, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალლური ვებგვერდი ავრცელებს. გიორგი ჭიაბრიშვილი „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასი მოიპვა. ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით...
ყოველგვარი მსგავსება შემთხვევითია
მალტელთა მწვრთნელმა თამაშის მერე თქვა, დღეს დიდ გუნდს მოვუგეთო. ალბათ დაგვცინა. უფრო სწორედ, მეტოქეს დასცინა. ფარერელებთან, ესტონელებთან, ყაზახებთან და მალტელებთან მიჯრით დამარცხებულ გუნდზე „დიდის“ თქმა, აშკარად დაცინვასავით ჟღერს. ან, ეგებ არც დაუცინია იმ კაცს და მხოლოდ იმის თავაზიანად ხაზგასმა სურდა, კარგად ვიცი თქვენი გუნდის მშვენიერი ისტორიაო. ცხადია, იმ კაცს ვერ მოსთხოვ იცოდეს, რომ ამ „დინამოს“...
ნაპოლის ტრავმები ფრანჩესკო სინატის ბრალია?
„ნაპოლის” ახალი სეზონისთვის მზადების პერიოდში ტრავმათა ქარიშხალი დაატყდა — დაშავდა რამდენიმე ფეხბურთელი. ნეაპოლური პრესა წერს, რომ დიდი შანსია ეს ფიზიკური მომზადების მწვრთნელის ფრანჩესკო სინატის წასვლით იყოს განპირობებული. საგულისხმოა, რომ სინატის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ საჯაროდ სთხოვა გუნდი არ დაეტოვებინა. დაშავებათა ჯაჭვში ბოლო რგოლი ხვიჩა კვარაცხელიაა. მან „ჟირონასთან” ამხანაგური შეხვედრის მიწურულს იტკინა ფეხი. მას მარცხენა მუხლზე...
ლუის ენრიკე პარიზიდან გაქცევაზეა
„პარი სენ ჟერმენში” გვარიანი ქაოსია. კილიან მბაპესა და ლუიშ კამპუშის აბურდულ ამბებს ახალდანიშნული მწვრთნელის ლუის ენრიკეს პრობლემაც დაემატა — „მარკას” თქმით ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა შესაძლოა პარიზული კლუბი დატოვოს. როგორც მადრიდული გამოცემა წერს, ლუის ენრიკე აღშფოთებულია. ის ხედავს, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობა მბაპეს საკითხს ვერ აბამს თავს. პარიზელთა მრისხანე თავდამსხმელმა შესაძლოა გუნდი დატოვოს. ასევე შეიძლება წავიდეს...









