წელი: 2023

Home 2023
ხვიჩა კვარაცხელია: ყველაფერს ვიღონებ ფეხბურთის ისტორიაში კვალი რომ დავტოვო
ჩანაწერი

ხვიჩა კვარაცხელია: ყველაფერს ვიღონებ ფეხბურთის ისტორიაში კვალი რომ დავტოვო

ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში გამორჩეული ფიგურა იყო. ის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარა ახლა ახალი სეზონისთვის ემზადება და „გაძეტა დელო სპორტმა” მას ინტერვიუ ჩამოართვა: გასული სეზონი —  ყველასთვის დაუჯერებელი წელიწადი იყო. „ნაპოლისგან” 33 წლის შემდეგ სკუდეტოს არავინ ელოდა, მაგრამ კარგმა მომზადებამ და ყოველ შეხვედრაში თავდადებამ, თავისი შედეგი მოიტანა. ამიტომაც არ შეიძლება პიროვნულ დამსახურებებზე ლაპარაკი,...

ტრამპი ქალების წინააღმდეგ
ჩანაწერი

ტრამპი ქალების წინააღმდეგ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მსოფლიო ჩემპიონატიდან ქალთა ეროვნული ნაკრების ნაადრევი გავარდნის შესახებ გამოთქვა აზრი. „შემაძრწუნებელი და სრულიად მოულოდნელი მარცხი აშშ-ს ქალთა ფეხბურთის გუნდისა შვედეთთან არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება ჩვენს ოდესღაც დიდებულ ქვეყანაში, თაღლითი ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით,“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერზე. 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის მატჩის ძირითადი დრო აშშ-სა და შვედეთის...

ინგლისი წინ მიდის
ჩანაწერი

ინგლისი წინ მიდის

დღეს, ბრისბენის (ავსტრალია) სტადიონ „ლანგ პარკზე,“ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ნიგერიის ნაკრებები შეხვდნენ. ძირითად და დამატებით დროში გუნდებს გოლი არ გაუტანიათ. ინგლისელებმა მატჩისშემდგომი  პენალტების სერიაში გაიმარჯვეს – 4:2. 87-ე წუთზე ინგლისის ნაკრები უმცირესობაში დარჩა: ფეხბურთელმა ლორენ ჯეიმსმა წითელი ბარათი მიიღო. ის ჩელსის მცველის, რის ჯეიმსის და გახლავთ. მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრები, რომელიც ევროპის...

არაბები ჟელინსკის ტვინს ურევენ
ჩანაწერი

არაბები ჟელინსკის ტვინს ურევენ

„გაძეტა დელო სპორტმა” „ნაპოლის” პოლონელი ნახევარმცველის პიოტრ ჟელინსკის შესახებ დაწერა, რომ საუდელთა კლუბის „ალ აჰლის” წარმომადგენლები იტალიაში ჩაფრინდნენ, რათა დაძლიონ ნეაპოლელთა წინააღმდეგობა და თავად ფეხბურთელს დიდძალი ფულით აურიონ თავგზა. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჟელინსკი „აძურისთან” ხელშეკრულების განახლებასა და, ოღონდ „მარადონაზე” ეთამაშა, წლიური ხელფასის (3,5 მილიონი ევრო) შემცირებაზეც კი იყო ყაბულს. მილანური გაზეთი წერს, რომ ნახევარმცველის...

გარსიამ ექსპერიმენტები ჩაატარა
ჩანაწერი

გარსიამ ექსპერიმენტები ჩაატარა

„ნაპოლიმ” კასტელ დი სანგროში „აუგსბურგს” ამირ რაჰმანის გოლით 1:0 მოუგო. „აძურის” აკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (მაგალითად ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია, პიოტრ ჟელინსკი და ზამბო ანგისა), მაგრამ იტალიის ჩემპიონმა გერმანელებს კოსოველი მცველის თავური დარტყმით მაინც აჯობა. გოლი მეორე ტაიმში გავიდა. შეხვედრას სწრაფი არ ეთქმოდა. პირველ ტაიმში „ნაპოლიმ” რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ბურთი კარში ვერ შეაგდო....

ნიგერიიდან აფეთქების ხმა გაისმა
ჩანაწერი

ნიგერიიდან აფეთქების ხმა გაისმა

არაბული სირენები მთელს ევროპაში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის. მრავალმილიონიანი კონტრაქტები მხოლოდ კარიერის ბოლოში გასულ ფეხბურთელებს არ ხიბლავთ, ის საუკეთესო წლებში მყოფ ტოპ-მოთამაშეებსაც აცდუნებს. ამჯერად ვიქტორ ოსიმენზე მოგახსენებთ, რომელიც დე ლაურენტისმა ერთი თვის წინ თითქოს მიახრახნა თავის კლუბს, როდესაც თქვა, რომ 200 მილიონ ევროზე ნაკლებ შემოთავაზებას ყურსაც არ დაუგდებდა. ამ თანხაზე კი ერთი ევროპული...

ქართული ფინალი ამჯერად ბექაურმა მოიგო
ჩანაწერი

ქართული ფინალი ამჯერად ბექაურმა მოიგო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსის ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციამ ყველა სინჯის მედალი მოიპოვა – ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გარანტირებული ორი მედალი გვქონდა, რადგან, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ამჯერადაც ერთმანეთს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ბექაურმა გაფრთხილებების ხარჯზე იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წაგების გამო რევანში აიღო. ფინალამდე...

ნატანი ჯერ კიმი არ არის
ჩანაწერი

ნატანი ჯერ კიმი არ არის

რადიოწამყვანმა ჯუზეპე ფალკაომ Areanapoli.it-ს „ნაპოლიში” კიმ ნიმ-ჯაეს შემცვლელზე, ბრაზილიელ ნატანზე უთხრა ორიოდ სიტყვა. მისი „აძურიში” გადასვლა გადაწყვეტილ ამბად არის მიჩნეული. „მე ნატანს ვიცნობ, რადგან შარშან „რომა” ცაცია მცველს ეძებდა და მისი ყურადღება სწორედ ამ 22 წლის ბრაზილიელმა მიიპყრო. მაშინ ალდაირს ვკითხე რას ფიქრობდა მასზე. პასუხად მივიღე, რომ ის ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიულია. „ბრაგანტინო” „რედ ბულის”...

ფორთოხალი ინგლისელებმა წაიღეს
ჩანაწერი

ფორთოხალი ინგლისელებმა წაიღეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ასტონ ვილასთან” შინ 1:2 წააგო. ეს გახლდათ ტრადიციული „ტროფეო ნარანხა”, ამხანაგური მატჩი, ჯილდო, რომელსაც „ღამურები” 1959 წლიდან მოყოლებული სეზონის წინ „მესტალიაზე” ათამაშებენ. AS ამ შეხვედრის მიმოხილვას იწყებს წინადადებით: სად არიან ახალი ფეხბურთელები? „მესტალია” ისევ გაოცებულია. „ვალენსია” სინათლის წლებით ჩამორჩება საკუთარ თავს, იმ გუნდს, რომელსაც ისტორიის მანძილზე ვიცნობდით. ძირითადი შემადგენლობის თუ სათადარიგოთა სკამის...

ორი ბრინჯაო მასტერსიდან
ჩანაწერი

ორი ბრინჯაო მასტერსიდან

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მასტერსის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გარანტირებული ბრინჯაო გვქონდა, რადგან ერთმანეთს ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი ეჭიდავებოდნენ. ბრინჯაოს ფინალამდე ორივე ძიუდოისტი განსხვავებული გზებით მივიდა: 20 წლის ტერაშვილმა მეორე წრეში უზბეკ ობიდხონ ნომონოვს აჯობა; შემდეგ გამოცდილი აზერბაიჯანელი ჰიდიატ ჰეიდაროვი დაამარცხა; მეოთხედფინალში რუმინელ პეტრუ პელივანს...