დღეს, ბრისბენის (ავსტრალია) სტადიონ „ლანგ პარკზე,“ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ნიგერიის ნაკრებები შეხვდნენ. ძირითად და დამატებით დროში გუნდებს გოლი არ გაუტანიათ. ინგლისელებმა მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში გაიმარჯვეს – 4:2.
87-ე წუთზე ინგლისის ნაკრები უმცირესობაში დარჩა: ფეხბურთელმა ლორენ ჯეიმსმა წითელი ბარათი მიიღო. ის ჩელსის მცველის, რის ჯეიმსის და გახლავთ.
მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრები, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, კოლუმბია – იამაიკის წყვილის გამარჯვებულთან ითამაშებს. მატჩი ხვალ, 8 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიაში გამარჯვების გოლი ქლოე კელიმ გაიტანა, რომელიც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ოქროს ბურთის ავტორი გახდა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
