თბილისის „დინამო“ მწვრთნელად ანდრეს კარასკო დანიშნეს. ესპანელი სპეციალისტი „დინამოს“ აკადემიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში.
ესპანელი სპეციალისტი 12 წლის განმავლობაში „ბარსელონაში“, „ლა მასიაში“ აკადემიაში მუშაობდა. სხვადასხვა დროს „მალაგას“ 16 და დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდე გუნდების თავკაცი გახლდათ. ასევე უმუშავია ესპანური „საბადელის“, ავსტრალიური „ვესტერნ სიდნეი უონდერერსისა“ და თურქული „ქარაბუქსფორის“ მწვრთნელის ასისტენტად.
კარასკო „დინამო“ აკადემიაში 2022 წელს დაბრუნდა, მანამდე კი ქუვეითის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტს იკავებდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
