მსოფლიო ჩემპიონატის მზადების ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი საკონტროლო მატჩი ლატვიაში ჩაატარა და იქაურ ნაკრებთან 25 ქულით განადგურდა – 57:82.
ჩვენი გუნდი მხოლოდ დასაწყისში იყო წინ, როდესაც 4-5 ქულით იგებდა, ხოლო მეოთხედში მხოლოდ 20:19 იმარჯვა. ამის შემდეგ ბალტიისპირელებმა ალღო აუღეს ილიას ზუროსის გუნდის თამაშს.
ლატვიელებს ყველაფერი გამოდიოდათ – სწრაფი თუ პოზიციური შეტევა. სროლები პერიმეტრიდან თუ სამწამიანი ზონიდან… კარგად ირჯებოდნენ დაცვაში. ჩვენებს კი პირიქით, ბევრი ჰქონდათ დაკარგვა, სროლების პროცენტული მაჩვენებლითაც ვერ დავიკვეხნიდით და შედეგიც სახეზეა. ბოლო მეოთხედის წინ 16 ქულით ვაგებდით.
იქნებ ვინმეს გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ლიეტუველებთან მატჩის მსგავსი განმეორდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში მხოლოდ 8 ქულა და მთლიანად მატჩი ჩააგდო. დასაფიქრებელია ამბავია…
ასეთი თამაშით მონდიალზე არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს…
საქართველოს ნაკრებში შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მატჩი შავი არშიებით ითამაშა. რაჭაში დაღუპული ჩვენი თანამემამულეების გამო შეხვედრაც წუთიერი დუმილით დაიწყო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
