უნგრეთში დაიწყო ძიუდოისტთა მასტერსი და პირველი დღე ქართველთათვის კრახით დასრულდა. ტატამზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მედლის შანსიც კი არავის ჰქონია.
სხვებზე შორს თემურ ნოზაძე (60კგ) გავიდა, რომელმაც თავდაპირველად ტაივანელ იუნგ ვეი იანგს აჯობა, შემდეგ უკრაინელი არტემ ლესიუკიც დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში თურქ სალიჰ ილდიზთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უკვე აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევთან წააგო.
ამავე წონაში გიორგი სარდალაშვილი პირველივე წრეში სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმთან დამარცხდა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66) ტაჯიკ ნურალი ემომალისთან.
ეთერ ლიპარტელიანმა (57) პირველი წრე გაირა – ნიდერლანდელ პლეუნი კორნელისეს აჯობა, მაგრამ იტალიელ ვერონიკა ტონიოლოსთან წააგო.
5 აგვისტოს ბუდაპეშტში მედლებისთვის სამ ქართველი იბრძოლებს: 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი მეორე წრეში უზბეკ ობიდხონ ნომონოვს დაუპირისპირდება, ლაშა შავდათუაშვილი კი – კუბელ მაგდიელ ესტრადას. პირველი წრიდან თავისუფალია ტატო გრიგალაშვილი (81) და ყირგიზი ასად მასაბიროვისა და ყაზახი აბილაიხან ჟუბანაზარს შორის გამარჯვებულს ელოდება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
