წელი: 2023

Home 2023
სპალეტი, იტალიის ნაკრები და 3 მილიონი
ჩანაწერი

სპალეტი, იტალიის ნაკრები და 3 მილიონი

ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელად? იტალიურ მედიაში წერენ, რომ ეს ცუდი ვარიანტი არ არის, მაგრამ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო ტექნიკურად რთულია. როდესაც სპალეტიმ „ნაპოლის” სკუდეტო მოაგებინა და გადაწყვიტა გუნდიდან გამარჯვებული წასულიყო, „აძურის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხელი მოაწერინა, რომ თუ რომელიმე სხვა გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში, 3 მილიონი ევროთი დაჯარიმდებოდა. რა მოხდება თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია...

ოსიმენს 10 მილიონს გადაუხდიან
ჩანაწერი

ოსიმენს 10 მილიონს გადაუხდიან

ამჯერად ყველაფერი თანხმდება — ვიქტორ ოსიმენი და „ნაპოლი” ხელშეკრულების განახლებასთან ერთ ნაბიჯში არიან. რომაული „კორიერე დელო სპორტის” ცნობით გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელი „პარტენოპეელებთან” 2026 წლის ზაფხულამდე ითანამშრომლებს, ხელფასი კი მნიშვნელოვნად გაეზრდება — სეზონში 10 მილიონ ევროს გადაუხდიან. კონტრაქტში შეიტანენ გამოსყიდვის პუნქტსაც. ერთადერთი, რაც სადღეისოდ შეთანხმებას აკლია, ოფიციალური სახის მიცემაა და ესეც ერთ-ორ დღეში...

თბილისის თასი თბილისში დარჩა…
ჩანაწერი

თბილისის თასი თბილისში დარჩა…

თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო 84:79 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. იყო ბევრი შეცდომა, განსაკუთრებით ცუდად გამოვიყურებოდით საკუთარ ფარზე, რომელზეც მეტოქემ ბურთი 20-ჯერ მოგვიხსნა. ამდენივე დაკარგვა გვქონდა. თუმცა, კარგად გამოვიყურებოდით გუნდურად და 23 პასიც ამის მაჩვენებელია. მონტენეგროელებს ვაჯობეთ სროლის პროცენტული მაჩვენებლითაც და ძირითადად, ამის ხარჯზე მოვიგეთ. თამაში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უმეტესად წინ...

უთავო იტალია…
ჩანაწერი

უთავო იტალია…

იტალიიდან მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა – „სკუადრა აძურას“  მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ პოსტი დატოვა. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ბოლო პერიოდში იტლიის ნაკრებში დაგროვილი პრობლემები გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი მონდიალზე (ყატარი 2022) ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ „სკუადრა აძურას“ სექტემბრის დასაწყისში ორი საკვალიფიკაციო...

გადადის ვეიგა ნაპოლიში?
ჩანაწერი

გადადის ვეიგა ნაპოლიში?

ესპანეთის ჩემპიონატი განახლდა. „სელტა” დღეს, საქართველოს დროით 19 საათზე, „ოსასუნას” მასპინძლობს და ეს შეხვედრა „ნაპოლის” გულშემატკივრებს აინტერესებთ. უფრო სწორად, ნეაპოლელებს აინტერესბთ არა იმდენად მატჩი, რამდენადაც ის, ითამაშებს თუ არა ვიგოელთა შემადგენლობაში ნახევარმცველი გაბრი ვეიგა. მოგეხსენებათ, ვეიგა „პარტენოპეელთა” ინტერესისი ობიექტია. ცნობილმა ესპანელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა, რომელიც 2013-15 წლებში „ნაპოლის” ედგა სათავეში, ახლა კი „სელტას” წვრთნის, თქვა:...

რეალს უარი პირადად პრეზიდენტმა ლიმმა შეუთვალა
ჩანაწერი

რეალს უარი პირადად პრეზიდენტმა ლიმმა შეუთვალა

Deportes Cope Valencia წერს, რომ პარასკევს „ვალენსიას” მეპატრონემ, სინგაპურელმა პიტერ ლიმმა „რეალს” გიორგი მამარდაშვილის იჯარის წესით მიქირავებაზე უარი უთხრა. მადრიდელებს „ღამურებისთვის” ქართველი მეკარის ერთი სეზონით დათმობა უთხოვიათ. მოგეხსენებათ, მათ ბელგიელი ტიბო კურტუა დაუშავდათ. კურტუა 2023-24 წლების ჩემპიონატში ვერ ითამაშებს და „სანტიაგო ბერნაბეუზე” ახალ კარის მცველს ეძებენ. თუ გიორგის თამაშით კმაყოფილი დარჩებოდა, „რეალს” უნდოდა  საიჯარო ხელშეკრულებაში...

რეკორდების საღამო ვაკეში
ჩანაწერი

რეკორდების საღამო ვაკეში

ვაკეში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფეერიული სანახაობა მოაწყო. აფსუს, რომ აგვისტოა, აუტანელი სიცხეა და სტადიონის ტრიბუნებზე იმდენი ხალხი არ შეკრებილა, რასაც ეს თამაში იმსახურებდა. მაგრამ ვინც მივიდა, მათ ალალად გაიხარეს – სეირი მართლაც უიშვიათესი გამოვიდა! 56:6 – ასეთი ანგარიშით მოუგო საქართველოს ნაკრებმა თავის ოდინდელ და უკვე თამამად შეიძლება ითქვას – ყოფილ...

შოუ იორდანიასთან
ჩანაწერი

შოუ იორდანიასთან

„თბილისის თასის“ სასტარტო მატჩში საქართველოს ნაკრებმა იორდანიას 86:69 მოუგო. მოგებაც არის და მოგებაც – ილიას ზუროსის გუნდმა შოუს ელემენტებიც შემოგვთავაზა და მაყურებელს სასიამოვნო კალათბურთი აჩუქა. მატჩის მიმდინარეობის მოყოლას აზრი არ აქვს – ჩვენები თავიდანვე დაეფლნენ უპირატესობას და ბოლო მეოთხედის წინ 20 ქულით იგებდნენ. ზუროსმა დასკვნით ნაწილში ექსპერიმენტებს მიმართა, ბოლოს სულაც ის ხუთეული ათამაშა, რომელთაგან ორი...

Harry end!
ჩანაწერი

Harry end!

მინხენის „ბაიერნმა“ ჰარი კეინი ოფიციალურად წარადგინა – ინგლისის ნაკრების კაპიტნის ტრანსფერის ხანგრძლივი პროცესი 11 აგვისტოს ფეხბურთლთან ოთხწლიანი კონტრაქტის (2027 წლის 30 ივნისამდე) გაფორმებით დასრულდა. ჰარი კეინი ბაიერნში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, მისი დებიუტი, სავარაუდოდ, 12 აგვისტოსვე, გერმანიის სუპერთასზე „ლაიპციგთნ“ მატჩში შედგება. ჰერბერტ ჰაინერი („ბაიერნის“ პრეზიდენტი): კეთილი იყოს შენი მობრძანება მიუნხენში ჰარი! მოხარული ვართ, რომ ეს ხანგრძლივი...

კვერნაძე და ფროზინონე მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ
ჩანაწერი

კვერნაძე და ფროზინონე მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ” იტალიის თასის 1/32 ფინალში „პიზას” 1:0 მოუგო და შეჯიბრებას აგრძელებს. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე სიმონე კანესტრელიმ თავის კარში გაიტანა. პირველ ტაიმში მეტოქეს „ფროზინონე” სჯობდა, შესვენების შემდეგ კი „პიზამ” ანგარიშის გასათანაბრებლად ძალები მოიკრიბა — მომენტები ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. გიორგი კვერნაძე მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა. ქართველი მარცხენაფლანგელი თამაშში კარგად ჩაერთო, რამდენჯერმე...