გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო — სევილიაში 2:1 მოიგო. ბოლო პერიოდში „ღამურებს” სევილიელებთან არ უმართლებდათ. ჩემპიონატში მათ მეათე ცდიდან მიაღწიეს სასურველ შედეგს — წინა ცხრა დაპირისპირებიდან 6 „სევილიამ” მოიგო, სამი კი ფრედ დასრულდა. ანგარიში ვალენსიელმა მუკტარ დიაკაბიმ მე-60 წუთზე გახსნა, მაგრამ მაროკოელმა იუსეფ ელ ნესირიმ 9 წუთში გაათანაბრა. სტუმრათა გამარჯვების გოლი 20 წლის...
წელი: 2023
ნაპოლის ბოლო ამხანაგური თამაში
„ნაპოლიმ” ზაფხულის ბოლო ამხანაგური შეხვედრაც მოიგო — კვიპროსის „აპოლონთან”, 2:0. გოლები მეორე ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი სიმეონემ გაიტანეს. მატჩის შემდეგ მეორე გოლის ავტორმა, სოციალურად აქტიურმა სიმეონემ ინსტაგრამზე დაწერა: „პრე-სეზონი დასრულდა, ჩვენ მზად ვართ!!! მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში დაგვეხმარა! Forza Napoli Sempre”. მოედანს დაუბრუნდა „ჟირონასთან” დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც არც გოლი გაუტანია და არც...
ბორჯღალოსნები რუმინეთით იწყებენ
შაბათს, 12 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში შევა. 19 საათზე ვაკეში ძველი მეტოქე – რუმინეთის ნაკრები დადგება ბორჯღალოსნების წინაშე – ის რუმინეთი, რომელიც ოდესღაც შიშის ზარს სცემდა ძლიერებს ამა ქვეყნისა და ამასობაში, სატურნირო უპერსპექტივობასა და რაგბის ბობოლათა უკიდურესი კონსერვატიზმის გამო დაჭკნა, გაუფერულდა და თავის აჩრდილსაც აღარ ჰგავს. მიუხედავად...
ჰარი მიდის ბაიერნში
ინგლისის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გადაწყვეტილება მიიღო და ის კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. 30 წლის ბომბარდირსი გერმანულ გრანდთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, კეინი, სავარაუდოდ, 11 აგვისტოს მიუნხხენში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მიუნხენში მას ოფიციალურად წარადგენენ. არ არის გამორიცხული, თავდამსხმელი 12 აგვისტოს, გერმანიის სუპერთსის მატჩში „ბაიერნსა“ და „ლაიპციგს“ შორის ის მიუნხენელთა განაცხადში იყოს…
რეალი მეკარეს ხუთეულიდან არჩევს
ხუთშაბათს „რეალის” გულშემატკივრები დაზაფრა ცნობამ იმის შესახებ, რომ მეკარე ტიბო კურტუა დაშავდა და 2023-24 წლების სეზონის გამოტოვება მოუწევს. ბელგიელი „თეთრების” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია და „ჩელსიდან” „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგების შემდეგ გუნდის კარს საიმედოდ იცავს. კურტუას დაშავების შემდეგ „რეალმა” გადაწყვიტა სატრანსფერო ბაზარს მიაშუროს, რადგან კარლო ანჩელოტი ანდრეი ლუნინზე დაყრდნობას არ აპირებს. მეტიც, „რეალი” ამ ზაფხულში ლუნინის...
მამარდაშვილი რეალის სამიზნეში…
მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები გაუწყდა და სავარაუდოდ, მომავალ სეზონში ვერ ითამაშებს. „ლა ლიგის“ ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე „სამეფო კლუბი“ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და დაუყოვნებლივ შეუდგა ახალი მეკარის ძიებას. ესპანურ მედიასაშუალებებში უკვე გაიჟღერა რამდენიმე მეკარის სახელმა, რომლის ტრანსფერითაც „რეალი“ ინტერესდება და ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ კარი დარაჯი...
ადმირამ პარკაძე წარადგინა…
ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის გუნდმა, „ადმირა ვაკერმა“ ქართველი ლეგიონერი ლუკა პარკაძე ოფიციალურად წარადგინა. პარკაძე ამ ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა და მისი ტრანსფერი გერმანულ გრანდს ეკუთვნის, რომელმაც ქართველი შემტევი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ერთი სეზონი იჯარით ავსტრიაში გაუშვა. „აღფრთოვანებულნი ვართ ლუკა პარკაძის შესაძლებლობებით, განსაკუთრებით მისი შემტევი თვისებებებით. ის დიდი ტალანტია, ასე რომ არ იყოს, „ბაიერნი“ მასთან კონტრაქტს არ...
დარჩა კეინის თანხმობა…
ჰარი კეინის „ბაიერნში“ გადასვლის სატრანსფერო საგა, როგორც ჩანს, დასასრულისკენ მიდის. „ბაიერნი“ და „ტოტენჰემი“ ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ბუნდესლიგის ჩემპიონი კეინის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის. ახლა საბოლოო სიტყვა თავად 30 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა უნდა თქვას – დარჩება „ტოტენჰემში“ თუ კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კეინს სურდა, ყველაფერი პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გარკვეულიყო. ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი...
კაიუსტე მეორე ანგისა იქნება
„ნაპოლის” ახალი შენაძენი იენს კაიუსტეა, რომელმაც რომში, „სტუარტ კლინიკაში”, სამედიცინო შემოწმება გაიარა. ის გახლავთ 1999 წელს დაბადებული ნახევარმცველი. კაიუსტე „სტად რეიმსში” თამაშობდა. ფეხბურთელი საფრანგეთიდან იტალიაში „ნაპოლის” სკაუტმა მაურიციო მიკელიმ ჩაიყვანა. სერია A-ს ჩემპიონის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ ტრანსფერი 12 მილიონ ევროდ გაჩარხეს. კაიუსტეს სიმაღლე 188 სანტიმეტრია. ის გამოირჩევა კარგი ტექნიკით...
ნაპოლიში შედიან და გადიან
calciomercato-მ „ნაპოლიში” შექმნილი სიტუაცია მბრუნავ კარს შეადარა, რომელშიც ერთდროულად შედიან და გამოდიან. იტალიური პორტალი წერს, რომ სერია A-ს ჩემპიონმა ბაზარში ფეხს აუჩქარა. მან „სტად დე რეიმსისგან” იყიდა 23 წლის შვედი ნახევარმცველი იენს კაიუსტე და გაააქტიურა მუშაობა პიოტრ ჟელინსკის საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ აჰლიში” გაშვების მიმართულებით. არაბები ჟელინსკიში 24 მილიონ ევროს იძლევიან. პირადად პოლონელს სამი სეზონის...









