მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები გაუწყდა და სავარაუდოდ, მომავალ სეზონში ვერ ითამაშებს. „ლა ლიგის“ ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე „სამეფო კლუბი“ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და დაუყოვნებლივ შეუდგა ახალი მეკარის ძიებას.
ესპანურ მედიასაშუალებებში უკვე გაიჟღერა რამდენიმე მეკარის სახელმა, რომლის ტრანსფერითაც „რეალი“ ინტერესდება და ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ კარი დარაჯი გიორგი მამარდაშვილია.
წესით, უახლოს საათებში ბევრი რამ გაირკვევა. მამარდაშვილის გარდა, მადრიდელების სიაში კეპა არისაბალაგა („ჩელსი“), იასინ ბონო („სევილია“), დომინიკ ლივაკოვიჩი („დინამო“ ზაგრები) და დავიდ დე ხეა არიან.
თუ „რეალი“ არჩევანს ქართველ მეკარეზე გააკეთებს, მამარდაშვილის შეძენა მათ დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
