თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო 84:79 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
იყო ბევრი შეცდომა, განსაკუთრებით ცუდად გამოვიყურებოდით საკუთარ ფარზე, რომელზეც მეტოქემ ბურთი 20-ჯერ მოგვიხსნა. ამდენივე დაკარგვა გვქონდა. თუმცა, კარგად გამოვიყურებოდით გუნდურად და 23 პასიც ამის მაჩვენებელია. მონტენეგროელებს ვაჯობეთ სროლის პროცენტული მაჩვენებლითაც და ძირითადად, ამის ხარჯზე მოვიგეთ.

თამაში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უმეტესად წინ ჩვენ ვიყავით, მაგრამ მეტოქე არ ნებდებოდა. ერთი მონაკვეთი ჩავაგდეთ და მონტენეგრო 7 ქულითაც კი გვიგებდა, მაგრამ დასკვნითი ნაწილი უკეთ ჩავატარეთ და მეტოქეს მაინც ვაჯობეთ.
საქართველოს ნაკრები 14 აგვისტოს ირანთან დახურულ მატჩს ჩაატარებს, ხოლო 17 აგვისტოს გეზს იაპონიისკენ აიღებს, სადაც 22 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში ავსტრალიას ეთამაშება, ხოლო 25-ში მსოფლიო ჩემპიონატიც იწყება…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
