უთავო იტალია…

Home კატეგორიის გარეშე უთავო იტალია…
უთავო იტალია…

Roberto Mancini resigns as Italy head coach two years after Euro 2020 glory  | Roberto Mancini | The Guardianიტალიიდან მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა – „სკუადრა აძურას“  მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ პოსტი დატოვა.

ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ბოლო პერიოდში იტლიის ნაკრებში დაგროვილი პრობლემები გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი მონდიალზე (ყატარი 2022) ვერ მოხვდა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ „სკუადრა აძურას“ სექტემბრის დასაწყისში ორი საკვალიფიკაციო მატჩი აქვს ჩასატარებელი ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის წინააღმდეგ.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.