თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო 84:79 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. იყო ბევრი შეცდომა, განსაკუთრებით ცუდად გამოვიყურებოდით საკუთარ ფარზე, რომელზეც მეტოქემ ბურთი 20-ჯერ მოგვიხსნა. ამდენივე დაკარგვა გვქონდა. თუმცა, კარგად გამოვიყურებოდით გუნდურად და 23 პასიც ამის მაჩვენებელია. მონტენეგროელებს ვაჯობეთ სროლის პროცენტული მაჩვენებლითაც და ძირითადად, ამის ხარჯზე მოვიგეთ. თამაში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უმეტესად წინ...
