Deportes Cope Valencia წერს, რომ პარასკევს „ვალენსიას” მეპატრონემ, სინგაპურელმა პიტერ ლიმმა „რეალს” გიორგი მამარდაშვილის იჯარის წესით მიქირავებაზე უარი უთხრა. მადრიდელებს „ღამურებისთვის” ქართველი მეკარის ერთი სეზონით დათმობა უთხოვიათ.
მოგეხსენებათ, მათ ბელგიელი ტიბო კურტუა დაუშავდათ. კურტუა 2023-24 წლების ჩემპიონატში ვერ ითამაშებს და „სანტიაგო ბერნაბეუზე” ახალ კარის მცველს ეძებენ. თუ გიორგის თამაშით კმაყოფილი დარჩებოდა, „რეალს” უნდოდა საიჯარო ხელშეკრულებაში 2024 წლის 30 ივნისისთვის მისი 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პუნქტიც შეეტენა.
როგორც მოგახსენეთ „ვალენსიამ” პირადად ლიმთან კონსულტაციების შედეგად „ლოს ბლანკოსს” უარი უთხრა. კლუბის უმსხვილეს მეწილეს დირექტორატისთვის შემოუთვლია, რომ მამარდაშვილთან დაკავშირებით მათ მხოლოდ ერთი ვარიანტი, მისი გაყიდვა აძლევთ ხელს. ეს მოლაპარაკებები „სანჩეს პისხუანზე” „სევილიასა” და „ვალენსიას” შორის თამაშის დროს მიმდინარეობდაო, წერს Deportes Cope Valencia.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
