წელი: 2023

Home 2023
ზამბო: კამერუნი ნაპოლი არ არის
ჩანაწერი

ზამბო: კამერუნი ნაპოლი არ არის

კამერუნის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების პირველ ეტაპზე დღეს შინ მავრიტანიას, ხოლო 21 ნოემბერს სტუმრად ლიბიას ხვდება. კამერუნელთა შეკრებაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა „ნაპოლის” ნახევარმცველი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა. მან თქვა: „მე აქ იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ ეროვნული გმირი გავხდე. აქ სხვა გარემოა, „ნაპოლიში” — სხვა. აქ სხვა ფეხბურთელები თამაშობენ, არ გვაქვს იგივე მექანიზმები, ისეთივე მოედნები, არ...

მაკტომინეი: ქართველები ბავშვებივით ტიროდნენ
ჩანაწერი

მაკტომინეი: ქართველები ბავშვებივით ტიროდნენ

საქართველოსა და შოტლანდიის შეხვედრის (2:2) შემდეგ, ევროპული პრესა მოიარა შოტლანდიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის სკოტ მაკტომინეის ნათქვამმა, რომ ქართველები პატარა ბავშვებივით ტიდორდნენ. მაკტომინეიმ თბილისში სტუმრების პირველი გოლი გაიტანა. ეს მიმდინარე შესარჩევ ციკლში მისი მეშვიდე გოლი იყო. შედეგად, „მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე გაუტოლდა ჯონ მაკგინსა და სტივენ ფლეტჩერს, რომელთაც შოტლანდიელთაგან საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი ჰქონდათ...

კვარა-შოუ სხვა ამპლუიდან
ჩანაწერი

კვარა-შოუ სხვა ამპლუიდან

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოსა და შოტლანდიის შეხვედრის (2:2) აბსოლუტური გმირი იყო. „ნაპოლის” ფეხბურთელმა მეორე თავდამსხმელის ამპლუაში ბრწყინვალედ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები თამაშობდა 5-4-1 სქემით, რომელიც შეტევის ფაზაში 3-5-2-ად გარდაიქმნებოდა. კვარაცხელია გიორგი მიქაუტაძის დამხმარე ფორვარდის ფუნქციას ასრულებდა. ეს როლი განსხვავებულია იმისგან მას „აძურიში” სთხოვენ. ნაკრებში კვარაცხელიას სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ იგი მეორე თავდამსხმელის ფუნქციას კარგად...

შოტლანდიას ვეღარ მოვუგეთ
ჩანაწერი

შოტლანდიას ვეღარ მოვუგეთ

საქართველოს ნაკრებმა მესამედ ისტუმრა შოტლანდია. წინა ორი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად ასე არ მოხდა – 2:2. ვილი სანიოლის გუნდი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე შესარჩევი ეტაპის წინა შეხვედრებში. იყო კარგი ეპიზოდები, სისწრაფეში თამაში გამოგვდიოდა და მეტოქეს ვაწუხებდით. გვქონდა შეცდომებიც, მაგრამ თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს უფრო ჩვენი გუნდი იყო, მაგრამ… საქართველოს ნაკრების გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ...

იგორი მებორნე კი არ არის
ჩანაწერი

იგორი მებორნე კი არ არის

რამდენიმე დღის წინ იტალიური პრესა იგორ ტუდორზე გადაჭრით წერდა, რომ ის „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი გახდებოდა. ასე არ მოხდა. „აძური” ვალტერ მაცარიმ ჩაიბარა, „გაძეტა დელო სპორტმა” კი ხორვატის აგენტთან ანტონი სერიჩთან ჩაიწერა ინტერვიუ. აგენტმა გარიგების ჩაშლაზე ილაპარაკა. „იგორს მებორნეს როლში ყოფნა არ უნდოდა. მას კონტექსტი სჭირდებოდა, რომელშიც ციკლის ჩამთავრება დიდი პროექტის შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. მას გრძელვადიან...

ამანათი გვერდითა სადარბაზოდან
ჩანაწერი

ამანათი გვერდითა სადარბაზოდან

ორშაბათს, 13 ნოემბერს ბადრი კეთილაძის ფოტო-ალბომის პრეზენტაცია შედგა. ერთ-ერთი, ვინც ბადრის ყველაზე დიდხანს იცნობდა, ჩვენი კოლეგა და საერთო მეგობარი ვახტანგ ბზიკაძე ალბომის გამოსვლას გამოეხმაურა   ბადრი კეთილაძე ისევე ღრმად იყო ჩახედული ფოტოსაქმეში, როგორც, ვთქვათ, იოსებ ჟორდანია მეანობაში. არაერთხელ შევსწრებივარ დაბადების პროცესს, როცა ბადრი ფოტოს, როგორც ახალშობილს ხელით ამოიყვანდა და მოწიწებით დააბინავებდა. ერთ რამედ ღირდა ფოტოსახელოსნოდან...

გოგას მეორე ორმაგი
ჩანაწერი

გოგას მეორე ორმაგი

ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე საკუთარ შანსს ჩინებულად იყენებს. ვენდელ კარტერის არყოფნაში ჩვენებურის „ორლანდო მეჯიქის“ სასტარტო შემადგენლობას გაუშინაურდა და აგერ, გუნდს ჩიკაგოში, „ბულსთან“ 96:94 მოგებაში ორმაგი დუბლით შეეწია. ბითაძემ მოედანზე 26.10 წუთი დაჰყო და ამ დროში მისი მონაგარი 15 ქულა, 11 მოხსნა, 2-2 პასი და ჩაჭრა იყო. ქართველმა კალათბურთელმა 10 დან 6 ორქულიანი და 4 დან...

ვალტერ მაცარის ფავორიტები
ჩანაწერი

ვალტერ მაცარის ფავორიტები

ვალტერ მაცარის თავგადასავალი „ნაპოლიში” „ატალანტასთან”, „რეალთან”, „იუვენტუსთან” და „ინტერთან” შეხვედრებით იწყება. ბუნებრივია, იმ ფეხბურთელებიდან, ვინც მაცარის განკარგულებაში 2009-13 წლებში იყვნენ, ახლა გუნდში აღარავინაა. „მარადონაზე” (მაშინ სან პაოლო ერქვა) დაბრუნებულ მწვრთნელს თავიანთი ქვეყნების ნაკრებში გაწვეულ ფეხბურთელებთან კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსთან, პიოტრ ჟელინსკისთან, ვიქტორ ისიმენთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან და სხვებთან საერთო ენის გამონახვა მოუწევს. ვინ გახდება მაცარის ფავორიტი...

მაცარი ძველი ნაცნობები და გრიპიანი ოსიმენი
ჩანაწერი

მაცარი ძველი ნაცნობები და გრიპიანი ოსიმენი

„ნაპოლიში” ვალტერ მაცარის მეორე პერიოდი ოფიციალურად დაიწყო. იტალიელმა მწვრთნელმა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებას მიაღწია და 14 ნოემბერს ნეაპოლში ჩაფრინდა, 15 ნოემბერს კი დე ლაურენტისის თანხლებით კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში მივიდა. როგორც ნეაპოლური მედია წერს, გარსიას ხელში სულ ბაზაზე ყოფნას დაჩვეული პრეზიდენტი იქაურობას ჯერჯერობით კვლავ ვერ ელევა. მაცარის კი კასტელ ვოლტურნოში დიდი წარდგენა არ სჭირდებოდა,...

პირველი და ორი გოლი…
ჩანაწერი

პირველი და ორი გოლი…

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი მოგებით დაიწყო. ვასილ მაისურაძის გუნდი, „მიხეილ მესხის“ სახელობის სათადარიგო სტადიონზე კვიპროსის ნაკრებს შეხვდა და 2:0 დაამარცხა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები ცოტნე ბერელიძემ (24) და დაჩი ლორთქიფანიძემ (81) გაიტანეს. ქართველი ჭაბუკები ჯგუფის მეორე თამაშს 18 ნოემბერს მოლდოვის წინააღმდეგ ჩაატარებენ, შესარჩევ ეტაპს კი 21 ნოემბერს ესპანეთთან შეხვედრით დაასრულებენ. ორივე შეხვედრა...