წელი: 2023

Home 2023
მეცში გავუმკლავდი, აიაქსშიც შევძლებ…
ჩანაწერი

მეცში გავუმკლავდი, აიაქსშიც შევძლებ…

„დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გამოცხადდა. „აიაქსის“ ფორვარდმა სანაკრებო მატჩებზე და საკლუბო ამბებზე ისაუბრა. „მომავალ თამაშებისთის მზად ვართ და არც მოტივაცია გვაკლია. ამ შეხვედრებს პლეი ოფისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. „აიაქსში“ ვარჯიშებზე და თამაშებზე ბოლომდე ვიხარჯები, დამატებითაც ვვარჯიშობ. ჩემი ოჯახიც ჩემთან ერთადაა და ეს მაძლიერებს....

ჩვენ პლეი ოფისთვის, ისინი ევროსთვის…
ჩანაწერი

ჩვენ პლეი ოფისთვის, ისინი ევროსთვის…

შოტლანდიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა. „თბლისში შოტლანდიასთან აქამდე არ წაგვიგია ამ თემაზე საუბარი დღეს რთულია, შესაძლოა, ეს სტატისტიკა ადრე თუ გვიან დასრულდეს. ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ მარტის პლეი ოფისთვის კარგად მოვემზადოთ – ამ კუთხით კი ეს ორი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოქტომბრის თამაშები წარმატებით ჩავატარეთ და გუნდში გარემოც...

მალე კაზემიროც?
ჩანაწერი

მალე კაზემიროც?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა კაზემირომ შესაძლოა გუნდი დატოვოს. ბრაზილიელი ფეხბურთელით საუდის არაბეთის კლუბები დაინტერესდნენ. „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა კი კაზემიროს ხელსაყრელი პირობებით გაყიდვით არის დაინტერესებული. 31 წლის კაზემირო „მანჩესტერს“ მადრიდის „რეალიდან“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის...

ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…
ჩანაწერი

ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…

სპორტის ფოტოგრაფთა საზოგადოებამ დაამუშავა და მოამზადა, სპორტის სამინისტრომ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კი დააფინანსა ბადრი კეთილაძის ფოტოალბომის დაბეჭდვა. ალბომის წარდგენა კი თბილისის საკრებულოში შედგა და ბადრის ოჯახის წევრებთან ერთად უამრავი მეგობარი და კოლეგა დაესწრო. ამ მშრალი ფაქტის მიღმა კი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხებული ჩვენი სარბიელელი მეგობრის ათწლეულების შრომა და ათი ათასობით კადრია. ასევე გვარის საოცრად...

გოგას რეკორდი, მამუს ტრავმა
ჩანაწერი

გოგას რეკორდი, მამუს ტრავმა

დილით, NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ ერთი ჩვენიანი ვიხილეთ. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ბრუკლინ ნეტს“ ესტუმრა და 104:124 დამარცხდა. ქართველი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო. გოგამ 24.24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ ექვსივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო,...

კვარა — ძვირფასი ქვაა, მარიო რუი — კვარას შურდული
ჩანაწერი

კვარა — ძვირფასი ქვაა, მარიო რუი — კვარას შურდული

„გაძეტა დელო სპორტის” აზრით რუდი გარსიას გაშვება და მის ნაცვლად ვალტერ მაცარის დანიშვნა „ნაპოლიში” ბევრ ცვლილებას გამოიწვევს. მილანური გაზეთი წერს, რომ ახალი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ფეხბურთელების „გადატვირთვაა”, რომლებსაც ფრანგის ხელში საკუთარი თავის პოვნა გაუჭირდათ. ერთ-ერთი ასეთ ფეხბურთელთაგანია იესპერ ლინდსტრომი, „ფრანკფურტის” ყოფილი მოთამაშე, რომელიც მართალია „პარტენოპეელთა” ყველაზე ძვირი შენაძენი იყო, მაგრამ გარსიამ არა და...

კაცი საშუალო იტალიური ფეხბურთიდან
ჩანაწერი

კაცი საშუალო იტალიური ფეხბურთიდან

აურელიო დე ლაურენტისს ეტყობა ტოსკანელი მწვრთნელები უყვარს — ბევრი ეძება რუდი გარსიას შემცვლელი თუ ცოტა, საბოლოოდ ძველ უბის წიგნაკში ჩაიხედა და ვალტერ მაცარის მიაგნო. მაცარი ისევე როგორც ლუჩანო სპალეტი და მაურიციო სარი, ტოსკანადან არის. გუშინ ის „ნაპოლიში” დაბრუნდა. იტალიურ პრესაში გამოჩნდა მოსაზრება, რომ „ნაპოლის” ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ გარსია პირველივე დღიდან ვერ მიიღო და არა უცხო...

სვანაძეს ყაზახეთში განიხილავენ…
ჩანაწერი

სვანაძეს ყაზახეთში განიხილავენ…

ყაზახური ვებგვერდი Meta-ratings.kz საინტერესო ამბავს აქვეყნებს, საფეხბურთო კლუბი „ჟენისი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის კანდიდატურას განიხილავს. გასული სეზონი „ჟენისმა“ ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში მესამე ადგილზე დაასრულა და იქაურ პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა რინატ ალიუეტოვმა თანამდებობა დატოვა. მის შემცვლელად კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი სპეციალისტის მიწვევას ცდილობს და ახალ...

გორდეზიანის ნაცვლად გვასალია…
ჩანაწერი

გორდეზიანის ნაცვლად გვასალია…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 16 ნოემბერს, წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო პაოკ-ის ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი ვეღარ დაეხმარება. მის ნაცვლად გუნდს ფოთის „კოლხეთი 1913“-ის შემტევი, დემეტრე გვასალია დაემატა. მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია),...

ვარჯიში ოცდაოთხით…
ჩანაწერი

ვარჯიში ოცდაოთხით…

საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს თბილისში, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 14 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სიგუამ ტრავმის გამო ნაკრების შეკრება დატოვა. 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს, მანამდე კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა...