წელი: 2023

Home 2023
ნაპოლის მწვრთნელად ვალტერ მაცარი დაინიშნა
ჩანაწერი

ნაპოლის მწვრთნელად ვალტერ მაცარი დაინიშნა

„კეთილი იყოს შენი დაბრუნება ვალტერ“ — ასეთი გახლდათ „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მოკლე პოსტი. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება მიიღო: რუდი გარსია ოფიციალურად გაათავისუფლა თანამდებობიდან და მის ადგილას მაცარი დანიშნა. „ნაპოლიში” მაცარისთან ერთად იმუშავებს მისი მარჯვენა ხელი ჯუზეპე სანტორო, რომელიც შეფს „ინტერშიც” ახლდა. საყმაწვილო სექტორს ჩაიბარებს თავის საქმეში...

ტუდორის ხელფასიც ცნობილია
ჩანაწერი

ტუდორის ხელფასიც ცნობილია

იტალიური პრესა კატეგორიულად აცხადებს, რომ „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი იგორ ტუდორი იქნება და იმავდროულად ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარცოზე დაყრდნობით აქვეყნებს ცნობას, რომ დღეს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვალტერ მაცარისაც შეხვდება. მაცარის „ნაპოლიში” 2009-13 წლებში უმუშავია. „აძურის” გარდა მას გაუწვრთნია „სამპდორია”, „ინტერი”, „ტორინო” და სხვა გუნდები. ცოტა უცნაურია რატომ ხვდება დე ლაურენტისი მაცარის თუკი ტუდორთან უკვე...

ტუდორი არ თანხმდება…
ჩანაწერი

ტუდორი არ თანხმდება…

ხორვატმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს აცნობა, რომ სეზონის ბოლომდე არ დათანხმდება ნეაპოლიტანური კლუბის გაწვრთნას. წყაროს ცნობით, შეხვედრა, რომელზეც ტუდორმა დე ლაურენტისს თავისი გადაწყვეტილება აცნობა, გუშინ, 13 ნოემბერს შედგა. თავის მხრივ, „ნაპოლის“ პრეზიდენტი ხორვატ სპეციალისტს ვერ დაჰპირდა, რომ  წელიწადნახევრიან კონტრაქტს შესთავაზებენ. დღეს, 14 ნოემბერს, მხარეთა წარმომადგენლები კვლავ შეხვდებიან.

ოსიმენი: ჩვენ ვართ როგორც მესი და სუარესი
ჩანაწერი

ოსიმენი: ჩვენ ვართ როგორც მესი და სუარესი

ვეტერან ნიგერიელ ფეხბურთელს ჯონ ობი მიკელს სამშობლოში ძალიან პოპულარული პოდკასტი აქვს. მის გადაცემას „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი, გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი ესტუმრა და იხუმრა, ჯონი თავის ყოფილ გუნდში, „ჩელსიში” ტრანსფერს დამპირდაო. შემდეგ კი საუბარი სხვადასხვა საკითხებს შეეხო. „გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ „ნაპოლიდან” წასვლა არც მიფიქრია. საუდის არაბეთიდან მიღებულ წინადადებაზე უარის თქმა ძნელი...

სპალეტის გულისტკივილი
ჩანაწერი

სპალეტის გულისტკივილი

„კორიერე დელო სპორტი” წერს: „ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის” არასდროს დაივიწყებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაიკეთა ტატუ, რომელიც მას ამ გუნდს ყოველთვის შეახსენებს. მან „აძურის” სკუდეტო მოაგებინა, თავის კარიერაში პირველი, და ის შედევრი იყო, რომელიც ისტორიაში დარჩება. მაგრამ ახლა სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელია, ხოლო „ნაპოლი” შეიცვალა. „პარტენოპეელთა” ყოფილ თავკაცს „სკუადრა აძურას” შეკრების წინა პრეს-კონფერენციაზე იტალიის ჩემპიონზე...

მინუს სიგუა, სრული შემადგენლობით 14-დან…
ჩანაწერი

მინუს სიგუა, სრული შემადგენლობით 14-დან…

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. 13 ნოემბერს გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. 14 ნოემბრიდან საწვრთნელ პროცესს გიორგი ლორია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, ლევან შენგელია და გიორგი მიქაუტაძე შეუერთდებიან. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, შეკრებას გაბრიელ სიგუა გამოტოვებს. გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის...

ტუდორს წყალი არ გაუვა
ჩანაწერი

ტუდორს წყალი არ გაუვა

როგორც იტალიური საიტები წერენ, იგორ ტუდორის „ნაპოლის” მწვრთნელად დანიშვნას წყალი აღარ გაუვა: დღეს რომში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც საკითხი პრინციპულად გადაწყდა. ახლა იურისტები კონტრაქტის დეტალებზე მუშაობენ. ტუდორმა სახელი დაიგდო როგორც მტკიცე ხასიათის მწვრთნელმა, რომელსაც სირთულეების არ ეშინია, პირიქით, მათი დაძლევა ეხერხება. მაგალითად, 45 წლის ხორვატი „ვერონაში” კლუბისთვის უმძიმეს პერიოდში მივიდა და წარმატებას მიაღწია. ტაქტიკური თვალსაზრისით ტუდორს...

ვილიმ კითხვებს უპასუხა…
ჩანაწერი

ვილიმ კითხვებს უპასუხა…

16 და 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავს შოტლანდიისა (შინ) და ესპანეთის (სტუმრად) ნაკრებებთან. ამ თამაშებისთვის მოსამზადებლელი შეკრება ნაკრებმა 13 ნოემბრიდან დაიწყო, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა: „მარტის პლეი ოფამდე მხოლოდ ეს ორი ოფიციალური თამაში დაგვრჩა, რაც ფეხბურთელებისთვის კარგი შანსია, რომ კიდევ ერთხელ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ყველამ ვიცით, რომ...

სალაჰის 200
ჩანაწერი

სალაჰის 200

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მატჩში „ბრენტფორდთან“ (3:0) დუბლის გატანით, „ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ინგლისური გუნდების მაისურებით მე-200 გოლი გაიტანა. 31 წლის თავდამსხმელმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში 198-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო „ჩელსის“ შემადგენლობაში ორჯერ. მერსისაიდელთა მაისურით ეგვიპტელმა ყველა შეჯიბრების გათვალისწინებით 322 მატჩი ჩაატარა. მან გაიტანა ინგლისის პრემიერლიგაში (147 გოლი), ევროპის თასის შეჯიბრებებში (44 გოლი), ასოციაციის თასზე (5),...

რა მოხდა ნაპოლის გასახდელში?
ჩანაწერი

რა მოხდა ნაპოლის გასახდელში?

„ლა რეპუბლიკა” წერს იმის შესახებ, თუ რა მოხდა „ნაპოლისა” და „ემპოლის” შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძელთა გასახდელში. ანგარიში ჯერ 0:0 იყო (საბოლოოდ „ემპოლიმ” მოიგო 1:0), მაგრამ რუდი გარსიას გუნდი ცუდად თამაშობდა. სტუმრებმა მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, რამაც „აძურის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი აიძულა ძმები კანავაროები ლოჟაში დაეტოვებინა და გასახდელში ჩასულიყო. „ლა რეპუბლიკას” ინფორმაციით პრეზიდენტს მოთმინების...