ცუდი რამ თუ მოსახდენია, ის აუცილებლად მოხდება. ვარსკვლავიც ვერ გიშველის. რუდი გარსიამ, როგორც მწვრთნელმა, სერია A-ს ბოლო შეხვედრებში შესცოდა, თუმცა ის რაც ფრანგს შეემთხვა საქვეყნოდ ცნობილი „მერფის კანონების” საჯარო წარმოდგენა უფრო იყო. მაშ ასე, თუ ცუდი რაღაც უნდა მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება და „რომას” ყოფილმა თავკაცმა ეს მთელი სიგრძითა და სიგანით შეიგრძნო — ნავსიანი პერიოდის...
წელი: 2023
დი მარციო: გარსიას ორშაბათს მოხსნიან
რუდი გარსიას მოხსნიან, მაგრამ ამას ორშაბათს გამოაცხადებენ. როგორც ჩანს აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის ინტერნეტ-გვერდზე დაწერა. „ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი გამოუცხადებიათ, მაგრამ გარსიას მოხსნა გარდაუვალია. ორშაბათს, 13 ნოემბერს გაიმართება კრება, რომელსაც დაესწრებიან კლუბის მენეჯერები და პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას იქ გამოაცხადებს. „ნაპოლის” მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი არის ვალტერ მაძარი,...
დარჩა 6
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე სამი ტური დარჩა. დაძაბულობა კი მატულობს. გამონაკლისი არც 33-ე ტური ყოფილა. „ბათუმმა“ უკვე დამატებულ წუთებზე წააგო სამტრედიაში „სამგურალთან“ (წყალტუბოელ ნიკა კალანდარიშვილს ლამაზი გამარჯვების გოლი გამოუვიდა). ბათუმელთაგან დუბლი მიითვალა პაატა ღუდუშაურმა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია. „დინამომ“ კი შინ „შუქურას“ 4:2 სძლია. თუმცა ანდრეს კარასკოს შეგირდებისთვის აუტსაიდერის ძლევა ადვილი არ ყიფილა. მეორე ნახევარში...
რუდი გარსიას არეული გადაწყვეტილებების დრამატული შედეგი
„თუ გნებავთ მარადონას წყევლა დაარქვით, მაგრამ მოდი წმინდანებს თავი დავანებოთ. იმას რაც რეალურად მოხდა მორიგი, მეოთხე საშინაო მარცხი ჰქვია”, — დაწერა „ნაპოლისა” და „ემპოლის” შეხვედრის დამთავრებისთანავე „გაძეტა დელო სპორტმა” და დასძინა: „ასეთია რუდი გარსიას არეულ-დარეული გადაწყვეტილებების შედეგი”. პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესვენებისას ჩააკითხა გუნდს გასახდელში. ვერ უშველა. ახლა ის გადაწყვეტს დატოვებს ფრანგ მწვრთნელს თანამდებობაზე თუ...
შავი ლომის შურისძიება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ხერხემლად მიჩნეულმა „შავმა ლომმა“ პორტუგალიის ნაკრების საბაზო ფრენჩაიზ „ლუზიტანუშს“ სასტიკად გაუსწორდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ფრედ დასრულებული მატჩის გამო ჯავრი იყარა და პორტუგალიაშივე, დედაქალაქ ლისაბონში მშრალი ანგარიშით – 22:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფრენჩაიზის შესრულებით გაცილებით ხარისხიანი რაგბიც გვინახავს, ლევან მაისაშვილის რაზმის უპირატესობა ცხადი და ნათელი მთელი 80 წუთის განმავლობაში იყო. მართალია,...
ნაპოლი ევროპაში მეორეა
ხშირად უთქვამთ, რომ მთავარი გამარჯვებაა. „ნაპოლი” წლეულს შარშანდელივით გამანადგურებელი გუნდი არ არის. ის კი არა, მწვრთნელი რუდი გარსია მუდამ სამსახურიდან გაშვების რისკის ქვეშაა, მაგრამ როგორც spazionapoli წერს, გუნდს ყველა კომპონენტში ცუდად როდი აქვს საქმე. ზოგადი სურათი ასეთია: „პარტენოპეელები” სერია A-ს ოთხეულში არიან, ჩემპიონთა ლიგაში კი თუ სასწაული არ მოხდა ფლეი ოფის ეტაპზე მოხვდებიან. სხვა საქმეა,...
მამარდას ყველაზე ცუდი თამაში
ეს იყო გიორგი მამარდაშვილის ყველაზე ცუდი თამაში, მას მერე რაც ესპანეთში გადავიდა. აქამდე ქართველი მეკარისთვის ყველაზე უიღბლო დღე გახლდათ 2021 წლის 22 სექტემბერი, როდესაც ის ჯერ ძალიან გამოუცდელი იყო. მაშინ „სევილია” „ვალენსიას” შინ, 22-ე წუთზე უკვე 3:0-ს უგებდა. ის შეხვედრა 3:1 დასრულდა. წუხელ კი „რეალმა” ღამურებს „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჯოჯოხეთი მოუწყო და გიორგიმ თავისი გუნდი ამ...
შოტლანდია კაპიტნის გარეშე, ესპანეთი უძლიერსი გუნდით
ნოემბრის მატჩებიც და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდება. საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი – 16 ნოემბერს ჩვენი გუნდი „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი ვალიადოლიდში ესპანეთთან ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მწვრნელებმა ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობები დაასახელეს. შოტლანდიის ნაკრები საქართველოს შემდეგ ნორვეგიას შეხვდება, ესპანეთი კი საქართველომდე სტუმრად კვიპროსს ეთამაშება. სკოტებს ამ შეხვედრებში...
ოთხეული და ხვიჩას ათას წუთზე მეტი
ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერს, რომ რუდი გარსიას „ნაპოლიში” ოთხი უცვლელი ფავორიტი ჰყავს: ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ჟელინსკი. ამ ოთხეულს „პარტენოპეელთა” ფრანგი მწვრთნელი ყველა შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ათამაშებს. ლობოტკამ და ჟელინსკიმ „უნიონ ბერლინთან” ბოლო შეხვედრის მიწურულს დატოვეს მოედანი, თორემ ისე ძირითადად მოედანზე არიან. ლობოტკას შეცვლის მიზეზი ტრავმა იყო. თუ „ლეჩესთან”...
ხვიჩა, კალათბურთი და თორნიკე შენგელია
იტალიური საიტები წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის გარდა კიდევ ერთი დიდი გატაცება აქვს — კალათბურთი. „აძურის” შემადგენლობაში თავისი დებიუტი ქართველმა გარემარბმა უპირველეს ყოვლისა კალათბურთის მოყვარულთათვის გასაგები ჟესტით დაიწყო, როდესაც გოლი დიდი ამერიკელი ვარსკვლავის სტეფ კარის ჟესტით აღნიშნა. ხვიჩას კალათბურთისადმი სიყვარული ამ დღეებში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც იტალიაში, კერძოდ „ვირტუს ბოლონიაში” მოთამაშე თანამემამულეს თორნიკე შენგელიას მაისურა...









