წელი: 2023

Home 2023
ასე ცუდ დასასრულს მივიღებთ
ჩანაწერი

ასე ცუდ დასასრულს მივიღებთ

„უნიონ ბერლინთან” ფრემ რუდი გარსიას მოხსნის საკითხი კვლავ წინ წამოწია. „ნაპოლის” დაცვის დასუსტებას, კომპაქტურობის დაკარგვას, გაუარესებულ ფიზიკურ მომზადებას და სხვა პრობლემებს ხალხის უმრავლესობა ფრანგს აბრალებს. სიმბოლურია, რომ აგერ უკვე რამდენიმე კვირაა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვარჯიშებს ესწრება, ტექნიკურ-ტაქტიკურ საკითხებში ერევა და ცდილობს „ალ ნასრის” ყოფილი თავკაცი გააკონტროლოს. არადა კასტელ ვოლტურნოს „კონამი ცენტრში” გამოუსვლელად ჯდომა...

დიდები წელს ტურინში შეაჯამებენ
ჩანაწერი

დიდები წელს ტურინში შეაჯამებენ

ტურინში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი იწყება. რვა ტოპ ჩოგბურთელი ითამაშებს (ითვლება მხოლოდ წლევანდელ სეზონში მოპოვებული ქულები) და გამარჯვებული 1500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 2,200,400 ამერიკულ დოლარს მიიღებს. წლის შემაჯამებელ ტურნირზე წილისყრა უკვე შედგა და ჩოგბურთელები 2 ჯგუფში გადანაწილდნენ.   მწვანე ჯგუფში ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი, სტეფანოს ციციპასი და ჰოლგერ რუნე მოხვდნენ.   წითელ ჯგუში კარლოს ალკარასი,...

ნაგელსმანის სია: ნოეირი ნაკრებს მიღმა…
ჩანაწერი

ნაგელსმანის სია: ნოეირი ნაკრებს მიღმა…

გერმანიის ნაკრები იულიან ნაგელსმანის ხელმძღვანელობით ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 18 ნოემბერს „ბუნდესგუნდი“ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას გამართავს საკუთრი გულშემატკივრის წინაშე – გერმანელები ბერლინში თურქეთის ნაკრებს შეხვდებიან, 21 ნოემბერს კი ვენაში ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ამ შევედრებისთვის ნაგელსმანმა შემადგენლობა დაასხელა და გერმანელებს გარკვეული სიურპრიზები შესთავაზა. ბუნდესგუნდის მწვრთნელმა ნაკრების ოთხი მეკარე დაასახელა: მარკ-ანდრე...

გარსია „ბრძენთა შვიდეულს” შეხვდა
ჩანაწერი

გარსია „ბრძენთა შვიდეულს” შეხვდა

„უნიონ ბერლინთან” ფრე (1:1) „ნაპოლის” ცუდ შედეგად ჩაეთვალა. გულშემატკივრები გუნდისგან მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსვლას ითხოვენ. ეს უპირველეს ყოვლისა კვირას „ემპოლისთან” დამაჯერებელ გამარჯვებას ნიშნავს. გუნდის ფრანგ მწვრთნელს რუდი გარსიას თავს დამოკლეს მახვილი ჰკიდია. მას თანამდებობის შესანარჩუნებლად „შოკური თერაპიის” მოწყობა სჭირდება. როგორც რომაული გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” წერს „აძურის თავკაცმა” მოიწვია მისივე შექმნილი „ბრძენთა საბჭო” თუ „ბრძენთა შვიდეული”...

რეალს ვალენსიასთან ლუნინის დაყენება მოუწევს
ჩანაწერი

რეალს ვალენსიასთან ლუნინის დაყენება მოუწევს

შაბათს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალს” ხვდება. მადრიდელებს ამ შეხვედრისთვის მეკარის პრობლემა აქვთ. კეპას კუნთი სტკივა და ხსენებულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ჩელსის” ყოფილი გოლკიპერი „ბრაგასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინა მოთელვაზე დაშავდა. მის ნაცვლად კარში 24 წლის უკრაინელი ანდრეი ლუნინი ჩადგა. მოგეხსენებათ, „ლოს ბლანკოსის” მთავარი დანაკლისი ბელგიელი ტიბო კურტუაა, რომელიც სერიოზულ ტრავმას მკურნალობს. კეპამ...

ბუფონი: როდესაც რონალდუ, მესი და ნეიმარი წავლენ, კვარა…
ჩანაწერი

ბუფონი: როდესაც რონალდუ, მესი და ნეიმარი წავლენ, კვარა…

მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის” ბოლო შეხვედრას წარმატებული არ ეთქმოდა და ვერც ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო ამა თუ იმ ვარსკვლავური მოქმედებით გუნდისთვის გამარჯვების მოტანა, იტალიური პრესა წერს, რომ ის კვლავ სერია A-ს გამორჩეულ ფიგურად რჩება, ხოლო გასულ სეზონში მისი „არსაიდან” გამოჩენა უდიდესი სურპრიზი და სენსაცია იყო. საქართველოს ნაკრების გარემარბმა 34 იტალიურ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 13...

პრეზიდენტი მთელი დღე ბაზაზე იყო
ჩანაწერი

პრეზიდენტი მთელი დღე ბაზაზე იყო

„ნაპოლისა” და „უნიონ ბერლინის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის (1:1) მეორე დღეს „აძურის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კალსტელ ვოლტურნოში დილის ვარჯის დაესწრო. ბაზაზე მივიდა ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენიც, რომელიც ნიგერიიდან დაბრუნდა, რათა ოთხშაბათის თამაშს დასწრებოდა. დე ლაურენტისი გუნდს და მწვრთნელ რუდი გარსიას შეხვდა. მისი უკმაყოფილების მიზეზი სპორტული წარუმატებლობის გარდა დიდძალი ფულის დაკარგვაც გახლდათ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა კასტელ ვოლტურნოში გაატარა...

ნაპოლიმ 2 მილიონი იზარალა
ჩანაწერი

ნაპოლიმ 2 მილიონი იზარალა

„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში „უნიონ ბერლინთან” 1:1 ითამაშა, რითაც გარდა იმისა, რომ მერვედფინალში გასვლა საწვალებელი გაიხადა, მატერიალურადაც იზარალა. „გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მოგების შემთხვევაში „პარტენოპეელები” დაახლოებით 2 მილიონი ევროთი მეტს გამოიმუშავებდნენ. „აურელიო დე ლაურენტისს ვერ გაუგია, რატომ გაანიავა მისმა გუნდმა ორი მილიონი ევრო, — წერს მილანური გაზეთი, — გამარჯვების შემთხვევაში...

სხვანაძის რაზმი სკოპიესთვის
ჩანაწერი

სხვანაძის რაზმი სკოპიესთვის

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 16 ნოემბერს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. ამ თამაშისთვის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო“ თბ). მცველები: საბა ხვადაგიანი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, გიორგი მაისურაძე...

სანიოლის ბიჭები ბოლო მატჩებისთვის
ჩანაწერი

სანიოლის ბიჭები ბოლო მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 13 ნოემბერს დაიწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიას უმასპინძლებს. 19 ნოემბერს კი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვალიადოლიდში გამართავს. ტრავმების გამო ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი და დავით ხოჭოლავა დააკლდებიან, სანიოლმა გუნდში დააბრუნდა გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კაკაბაძე და გიორგი აბურჯანია. ამჯერად სანაკრებო...