„ნაპოლისა” და „უნიონ ბერლინის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის (1:1) მეორე დღეს „აძურის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კალსტელ ვოლტურნოში დილის ვარჯის დაესწრო. ბაზაზე მივიდა ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენიც, რომელიც ნიგერიიდან დაბრუნდა, რათა ოთხშაბათის თამაშს დასწრებოდა. დე ლაურენტისი გუნდს და მწვრთნელ რუდი გარსიას შეხვდა. მისი უკმაყოფილების მიზეზი სპორტული წარუმატებლობის გარდა დიდძალი ფულის დაკარგვაც გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა კასტელ ვოლტურნოში გაატარა მთელი დღე, იქაურობა საღამოს 6:30-ზე დატოვა. ბიზნეს-პარტნიორებსაც კი კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით საწვრთნელ ცენტრში შეხვდა. იტალიელ ჟურნალისტებს აინტერესებდათ ხელახლა ხომ არ დაიძაბა მას და ფრანგ მწვრთნელს შორის ურთიერთობა, მაგრამ ჯერჯერობით გადაჭრით ვერაფერს ამბობენ. ნეაპოლური საიტები წერენ, რომ დე ლაურენტისი დღესაც მთელ დღეს ბაზაზე გაატარებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
