ყაზახური ვებგვერდი Meta-ratings.kz საინტერესო ამბავს აქვეყნებს, საფეხბურთო კლუბი „ჟენისი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის კანდიდატურას განიხილავს.
გასული სეზონი „ჟენისმა“ ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში მესამე ადგილზე დაასრულა და იქაურ პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა რინატ ალიუეტოვმა თანამდებობა დატოვა. მის შემცვლელად კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი სპეციალისტის მიწვევას ცდილობს და ახალ სეზონში ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას გეგემავს.
გასულ სეზონში „ჟენისის“ ღირსებას ორი ქართველი ლეგიონერი იცავდა – თორნიკე ძებნიაური და თამაზ მაქაცარია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
