წელი: 2023

Home 2023
ქართული დღე გერმანიაში
ჩანაწერი

ქართული დღე გერმანიაში

გერმანიის ქალაქ პოტსდამში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის. ბოლო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილმა ფინალში ბელგიელი იარნ დუიკი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. მძიმე წინაში ქართული ფინალი შედგა – საბა ინანეიშვილისა და ირაკლი დემეტრაშვილის დაპირისპირება ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ქალთა შორის ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო ნინო გულბანი (70),...

ნორვეგია ევროზე ფლეი-ოფითაც ვეღარ მოხვდება
ჩანაწერი

ნორვეგია ევროზე ფლეი-ოფითაც ვეღარ მოხვდება

ერლინგ ჰოლანდისა და მარტინ ოდეგორის ნორვეგია ევრო 2024-ის მიღმა დარჩა. მას განაჩენი I ჯგუფმა გამოუტანა. რუმინეთისა და შვეიცარიის პირდაპირ გასვლამ ნორვეგიელებს ფლეი-ოფში მოხვედრის გზაც მოუჭრა. I ჯგუფიდან პირდაპირ ისრაელი რომ გასულიყო, მაშინ ნორვეგიას გრძელი გზით მოვლის ვარიანტი რჩებოდა, მაგრამ ახლა ეს გამორიცხულია. ნორვეგიის ნაკრები მოგეხსენებათ საქართველოსთან ერთად შესარჩევი შეჯიბრების A ჯგუფში გამოდიოდა, სადაც ესპანეთმა და...

მნიშვნელოვანი პერიოდი ოსიმენისა და ნაპოლისთვის
ჩანაწერი

მნიშვნელოვანი პერიოდი ოსიმენისა და ნაპოლისთვის

„ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი მოედანზე დაბრუნებას 25 ნოემბერს „ატალანტასთან” შეხვედრაში გეგმავს. თუ ასე მოხდება, მისი პირველი თამაში ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით და თავად მაცარის პირველ შეხვედრა „პარტინოპეელთა” თავკაცის რანგში ერთმანეთს დაემთხვევა. ჯერჯერობით, ცენტრალურმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა და რამდენიმე კონფლიქტი გადაიტანა: იყო გაუგებრობები წინა მწვრთნელთან რუდი გარსიასთან, დაძაბულობა „ნაპოლის” საიტზე დადებულ...

სანიოლის გაზაფხულის შემოდგომა…
ჩანაწერი

სანიოლის გაზაფხულის შემოდგომა…

19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად ეთამაშება და ეს იქნება ბოლო რეპეტიცია ერთა თასის ნახევარფინალამდე. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით ვალიადოლიდში მოვხვდით და ამ მატჩზე დასწრების საშუალება გვაქვს. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი და ლუკა ლოჩოშვილი გამოცხადნენ. „ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და ხვალისთვის სათამაშოდ ემზადება. მეორე მატჩი პირველთან შედარებით ყოველთვის რთულია, მაგრამ ვეცდებით რომ კარგი...

მაცარის ახალი ჰამშეკი შეურჩევია
ჩანაწერი

მაცარის ახალი ჰამშეკი შეურჩევია

„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე პირველი სამი დღე დღე იმ სქემაზე ფიქრში გაატარა, რომელიც იტალიის ჩემპიონს გამარჯვების გზებზე დააბრუნებს. მას „აძურის” იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ნაკრებებში არიან გამოძახებულნი ჯერ არ უმუშავია, მაგრამ მომავალი გუნდის კონტურები უკვე გამოკვეთა: პირველი ვარიანტი რომელიც ტოსკანელმა მწვრთნელმა ვარჯიშებზე მოსინჯა იყო 4-3-3. როგორც ნეაპოლური პრესა წერს, „პარტენოპეელები” საკლუბი შეჯიბრებების...

ჭაბუკები ელიტრაუნდში
ჩანაწერი

ჭაბუკები ელიტრაუნდში

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრაში მოლდოვის ნაკრებს 2:1 მოუგო და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ვასილ მაისურაძის გუნდმა ანგარიში სწრაფად გახსნა – მე-8 წუთზე სტუმრების კარში დანიშნული პენალტი ლუკა შეროზიამ გაიტანა – 1:0. მოლოდოველებმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს, თუმცა მეორე ნახევარში ლუკა შეროზიამ დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. ბოლო ტურის...

ორი ქართველის მოგება-წაგება
ჩანაწერი

ორი ქართველის მოგება-წაგება

NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და ორივე ქართველი პარკეტზე ვიხილეთ. დავიწყოთ სანდრო მამუკელაშვილით, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და „საკრამენტოსთან“ ითამაშა კიდეც. „სან ანტონიომ“ მატჩი 120:129 დათმო. ეს გუნდის ზედიზედ მეშვიდე მარცხია. სანდრო სათადარიგო იყო და მოედანზე 12.09 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სანდრომ 2-დან ერთი...

შენგელია დარჩა, საქართველო – ესპანეთშია
ჩანაწერი

შენგელია დარჩა, საქართველო – ესპანეთშია

საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდში ჩავიდა, სადაც 19 ნოემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ესპანეთში გუნდს ლევან შენგელია ვერ გაჰყვა, რომელმაც შოტლანდიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო, 27 წლის ფეხბურთელს მხარი აქვს დაზიანებული. 18 ნოემბერს, ვილი სანიოლი გუნდს მატჩის მასპინძელ სტადიონზე ავარჯიშებს, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. საქართველოს ნაკრები...

ესპანელების აზრით ქეცბაიამ იჩქარა
ჩანაწერი

ესპანელების აზრით ქეცბაიამ იჩქარა

კვიპროსის ნაკრების ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ესპანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უწოდა, რაც ესპანური პრესის აზრით თამამი განცხადებაა. ეტყობა თავიანთი ეროვნული გუნდი ასეთად არ მიაჩნიათ. თითქმის ერთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც „ლა როხამ” ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან პენალტებში წააგო. ახლა გუნდს ლუის დე ფუენტესი წვრთნის, რომელმაც „ლა როხა” ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. შესარჩევი...

იტალიას უკრაინა დარჩა
ჩანაწერი

იტალიას უკრაინა დარჩა

ევრო 2024-ის C შესარჩევ ჯგუფში გამარჯვებული ინგლისის ნაკრებია, მეორე ადგილისთვის კი ბრძოლა გრძელდება. იტალიამ ჩრდილო მაკედონიას 5:2 მოუგო, რის შედეგადაც 13 ქულით უკრაინასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. შესაბამისად, 20 ნოემბერს ლევერკუზენში უკრაინელებსა და „სკუადრა აძურას” შორის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. იტალიელებმა ჩრდილო მაკედონიელებს პირველი ტაიმი 3:0 მოუგეს, არადა 4:0-ის მოგებაც შეეძლოთ — ჟორჟინიომ პენალტი ვერ გაიტანა. შესვენების...