NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და ორივე ქართველი პარკეტზე ვიხილეთ.დავიწყოთ სანდრო მამუკელაშვილით, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და „საკრამენტოსთან“ ითამაშა კიდეც.
„სან ანტონიომ“ მატჩი 120:129 დათმო. ეს გუნდის ზედიზედ მეშვიდე მარცხია. სანდრო სათადარიგო იყო და მოედანზე 12.09 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სანდრომ 2-დან ერთი ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მესამე პერიოდის ბოლო წამებზე სანდრომ ბაზერ ბითერი ჩააგდო და სან ანტონიო ბოლო მეოთხედს ერთქულიანი ჩამორჩენით შეხვდა – 94:95. მიუხედავად ამისა, „საკრამენტომ“ ბოლო პერიოდში მეტოქეს მაინც აჯობა. „სან ანტონიო“ მომდევნო მატჩში „მემფის გრიზლის“ შეხვდება. მამუკელაშვილის გუნდი 3 მოგებითა და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.
სამაგიეროდ, ისევ მოიგო ბითაძის „ორლანდომ“. ფლორიდელებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოუგეს „ჩიკაგო ბულსს“ – 103:97. გოგამ პარკეტზე 21:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგას ორლანდოს 7 მოგება და 5 მარცხი აქვს, „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და 20 ნოემბერს გოგას ყოფილ გუნდს „ინდიანას“ ეთამაშება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
