საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრაში მოლდოვის ნაკრებს 2:1 მოუგო და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.
ვასილ მაისურაძის გუნდმა ანგარიში სწრაფად გახსნა – მე-8 წუთზე სტუმრების კარში დანიშნული პენალტი ლუკა შეროზიამ გაიტანა – 1:0.
მოლოდოველებმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს, თუმცა მეორე ნახევარში ლუკა შეროზიამ დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
ბოლო ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები ისევ „მიხეილ მესხი 2“-ზე, ესპანელ თანატოლებთან გამართავს.
საქართველო-მოლდოვა 2:1
გოლები: 1:0 შეროზია (8-პენ.), 1:1 ბოცანი (35). 2:1 შეროზია (65)
საქართველო: კურტანიძე, სადღობელაშვილი, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, შეროზია, ჩიქოვანი, ცეცხლაძე, ბერელიძე (78. მაშავა), ფეიქრიშვილი (61. გეგუჩაძე), ლორთქიფანიძე, სამუშია (74. ბასილაძე)
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
