ხვიჩა კვარაცხელია საქართველოსა და შოტლანდიის შეხვედრის (2:2) აბსოლუტური გმირი იყო. „ნაპოლის” ფეხბურთელმა მეორე თავდამსხმელის ამპლუაში ბრწყინვალედ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები თამაშობდა 5-4-1 სქემით, რომელიც შეტევის ფაზაში 3-5-2-ად გარდაიქმნებოდა. კვარაცხელია გიორგი მიქაუტაძის დამხმარე ფორვარდის ფუნქციას ასრულებდა. ეს როლი განსხვავებულია იმისგან მას „აძურიში” სთხოვენ.
ნაკრებში კვარაცხელიას სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ იგი მეორე თავდამსხმელის ფუნქციას კარგად უღებს ალღოს. ამან „ნაპოლის” ახალ ხელმძღვანელობას შეიძლება მისთვის პოზიციის შეცვლისკენ უბიძგოს.
ვალტერ მაცარიმ საქართველოს ნაკრების თამაშს დაკვირვებით უყურა და კვარაცხელიას მოქმედებებიდან უეჭველად გააკეთებდა დასკვნებს. სქემის შეცვლა ყოველთვის შეიცავს რისკებს, მაგრამ მან შესაძლოა სრულად გახსნას კვარაცხელიას უნარები და „ნაპოლის” წარმატებებს ხელი შეუწყოს. რას გადაწყვეტს მაცარი სანაკრებო კვირეულის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.
ალესანდრო სეპე, areanapoli
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 09:10არსენალს რაიას გარეშე გამოცდა ელის
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 08:09რა ბედი ეწევა მუსიალას 22 მილიონს?
მთავარი ამბავი22/11/2026 | 06:42დუეს ტრავმა მძიმე ჩანს
აქეთურ-იქითური21/11/2026 | 09:57რატომ არ უყვარდა ჰიტლერს ნუტელა?
