ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე საკუთარ შანსს ჩინებულად იყენებს. ვენდელ კარტერის არყოფნაში ჩვენებურის „ორლანდო მეჯიქის“ სასტარტო შემადგენლობას გაუშინაურდა და აგერ, გუნდს ჩიკაგოში, „ბულსთან“ 96:94 მოგებაში ორმაგი დუბლით შეეწია.
ბითაძემ მოედანზე 26.10 წუთი დაჰყო და ამ დროში მისი მონაგარი 15 ქულა, 11 მოხსნა, 2-2 პასი და ჩაჭრა იყო.
ქართველმა კალათბურთელმა 10 დან 6 ორქულიანი და 4 დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს და სამქულიანი არ უსვრია.
მიმდინარე სეზონში გოგასთვის ეს უკვე მეორე ორმაგი დუბლია, ქულათა მხრივ კი, წინა მატჩის შედეგი გააუმჯობესა. „ორლანდოს“ 6 მოგების წილ 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. ფლორიდელებს მომდევნო მატჩი 18 ნოემბერს ისევ ჩიკაგოელებთან ელით.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
