წელი: 2023

Home 2023
ზომერი ბაიერნში
ჩანაწერი

ზომერი ბაიერნში

შვეიცარიის ნაკრებისა და „გლადბახის“ მეკარე იან ზომერი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ზომერი უკვე გაემგზავრა მიუნხენში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „რეკორდმაისტერი“ ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს. მიუნხენელებს ეს გარიგება 8 მილიონი ევრო (პლუს 1,5 მილიონი ბონუსების სახით) დაუჯდებათ. შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ მეკარის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მანუელ ნოიერმა თხულამურებით სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და ხანგრძლივი დროით...

სიტი კვარას აკვირდება…
ჩანაწერი

სიტი კვარას აკვირდება…

მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავი თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ ყურადღების ცენტრში მოექცა – ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail აქვეყნებს. „საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის გამორჩეული მოთამაშეა, მისი ლიდეორბით „ნაპოლი“, დიეგო მარადონას პერიოდის შემდეგ, პირველ სკუდეტოს უახლოვდება, „მანჩესტერ სიტი“ მის თამაშს ყურადღებით ადევნებს თვალს“, –...

ავსტრალია ნადალის გარეშე
ჩანაწერი

ავსტრალია ნადალის გარეშე

ავსტრალიის ღია პირველობა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის გარეშე გაგრძელდება – ესპანელი რაფაელ ნადალი ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა. 36 წლის ნადალის მარცხის მიზეზი ტრავმაა, რითიც ამერიკელმა მაკენზი მაკდონალდსმა ისარგებლა და რაფა სამ სეტში – 6:4; 6:4; 7:5 დაამარცხა. ნადალმა ტრავმა მეორე სეტში მიიღო, როდესაც ანგარიში 3:4 იყო. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ კორტს დაუბრუნდა, თამაშიც გააგრძელა, მაგრამ… აღსანიშნავია, რომ...

ხვიჩას ტური…
ჩანაწერი

ხვიჩას ტური…

ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა Whoscored.com-მა სერია A-ს XVIII ტურის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა –  ვებ გვერდმა ქართველ თავდამსხმელს ყველაზე მაღალი შეფასება (9,8) დაუწერა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა. „იუვენტუსთან” 5:1 გამარჯვებაში „ნაპოლის” ქართველმა შემტევმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა – გოლისა და 2 საგოლე პასის გარდა, 21 წლის კვარაცხელიამ პირველ გოლშიც ლომის წილი...

ქართველების გარეშე: კრემონეზემ ნაპოლი გააგდო
ჩანაწერი

ქართველების გარეშე: კრემონეზემ ნაპოლი გააგდო

„მარადონაზე” სენსაცია მოხდა, სერია A-ს ლიდერმა „ნაპოლიმ” იტალიის თასის მერვედფინალში აუტსაიდერ „კრემონეზესთან” წააგო და გავარდა. ორივე გუნდში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები, „ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო „კრემონეზეში” ლუკა ლოჩოშვილი, მაგრამ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არც ერთს მიუღია და არც მეორეს. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. პირველი გოლი მე-18 წუთზე შვეიცარიელმა შარლ პიკელმა შეაგდო. 33-ეზე ბრაზილიელმა ჟუან ჟესუსმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო...

პაემანი შინ
ჩანაწერი

პაემანი შინ

პარიზის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ნოელ ლე გრეს წინააღმდეგ, სექსუალური შევიწროების ბრალდებით. წყაროს ცნობით, 81 წლის ლე გრეს საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის აგენტი სონია სუიდი ფსიქოლოგიურ და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალის თქმით, 2014 წელს ფედერაციის ხელმძღვანელმა ის შინ მიიწვია, საქმეზე მოსალაპარაკებლად. თუმცა ოთახში შესულს მაგიდაზე შამპანურის ბოთლი და ორი...

ბათუმი შეკრებაზე წავიდა…
ჩანაწერი

ბათუმი შეკრებაზე წავიდა…

„ბათუმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველ შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც 28 იანვრამდე დარჩება და სამ საკონრტოლო შეხვედრას ჩაატარებს. ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, მათგან ოლექსანდრ ტკაჩენკო, ივანე ფოცხვერია და გიორგი ხარებავა გუნდში გამოსაცდელი ვადით იმყოფებიან, რამდენიმე ახალი მოთამაშე გუნდს შეკრების მიმდინარეობის დროს შეურთდება. თურქეთში გია გეგუჩაძემ ეს ფეხბურთელები წაიყვანა: მეკარეები: ანტონ ჩიჩკანი,...

ახალი მწვრთნელი, დირექტორი და სამი ახალწვეული
ჩანაწერი

ახალი მწვრთნელი, დირექტორი და სამი ახალწვეული

სიახლეებით იწყება ახალი წელი „საბურთალოში“. გუნდის მწვრთნელად ცოტა ხნის წინათ ომარ თეთრაძე დაინიშნა, ახალ კი კლუბმა ახალი სპორტული დირექტორიც წარადგინა – ამ პოსტზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან სილაგაძე იმუშავებს. გარდა ამისა დედაქალაქურმა კლუბმა სამი ტრანსფერიც გააკეთა – „თელავიდან“ დაიმატა მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე, მარტვილის „მერანიდან“ მალელი თავდამსხმელი შეიკნე სილა, ხოლო შვედეთიდან შემტევი ზაზა ციცქიშვილი...

ლორისმა საფრანგეთი დაამთვრა
ჩანაწერი

ლორისმა საფრანგეთი დაამთვრა

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა და მეკარემ უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაამთავრა. ამის შესახებ 36 წლის ფეხბურთელმა ფრანგულ პრესასთან ისაუბრა. „მოვიდა დრო, საფრანგეთის ნაკრებმა განვითარება ახალ თაობასთან ერთად განაგრძოს. გუნდი მზად არის უჩემოდ სათამაშოდ, თაობათა ცვლა და განახლება – ბუნებრივი პროცესია. გამიმართლა, რომ ჩემმა თაობამ ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა და ამას ვერავინ უარყოფს“, – თქვა...

დაიწყო და დაამთავრა
ჩანაწერი

დაიწყო და დაამთავრა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ჩვენებური ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან 4 სეტში – 4:6; 2:6; 6:4; 5:7 დამარცხდა. არადა, ბასილაშვილმა კარგად დაიწყო – მესამე გეიმშივე ბრეიკი გაახერხა, შემდეგ 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ზედიზედ დათმო გეიმები და სეტიც ზედ მიაყოლა – 4:6. მეორე სეტში 4:2 უკვე ფრიცი დაწინაურდა და ანგარიში 2:0 გახადა. მესამე სეტი ბასილაშვილმა...