წელი: 2023

Home 2023
რეალმა მოატრიალა, ანჩელოტიმ კი როდრიგოს თითი უქნია
ჩანაწერი

რეალმა მოატრიალა, ანჩელოტიმ კი როდრიგოს თითი უქნია

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რეალი” ვილიარეალში 0:2-ს აგებდა. მე-4 წუთზე ეტიენ კაპუმ გახსნა ანგარიში, 42-ეზე კი სამუელ ჩუკვუეზემ მეორეც შეაგდო. ასე დასრულდა პირველი ტაიმი, შესვენების შემდეგ კი ვინისიუს ჟუნიორმა, ედერ მილიტაომ და დანი სებალოსმა სამი გოლი გაიტანეს და „თეთრები” მეოთხედფინალში გავიდნენ. ვინისიუსის გოლამდე ერთი წუთით ადრე, 56-ეზე, მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ტონი კროოსი და როდრიგო...

კიეზამ ნავსი გატეხა
ჩანაწერი

კიეზამ ნავსი გატეხა

ფედერიკო კიეზამ, რომელიც „ნაპოლისთან” 1:5 წაგების შემდეგ „იუვენტუსის” ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად გააკრიტიკეს, „მონცასთან” სათასო შეხვედრაში გოლი გაიტანა. „ნაპოლისთან” მასიმილიანო ალეგრიმ მას მარჯვენა ფრთის კონტროლი დაავალა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა, მაგრამ კიეზამ ქართველის გაუვნებელყოფაში თანაგუნდელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. იტალიელს 378 დღის განმავლობაში მეტოქის კარში ბურთი არ ჰქონდა გატანილი და აი, ნავსი გატყდა. ენრიკო კიეზას 26...

მარი უთრილეროდ ვერ ძლებს
ჩანაწერი

მარი უთრილეროდ ვერ ძლებს

შოტლანდიელ ენდი მარის ავსტრალიის ღია პირველობაზე თრილერები „დაებედა“. ბრიტანელმა პირველ წრეში „როდ ლეივერ არენაზე” იტალიელ მატეო ბერეტინი 4 საათისა და 54 წუთის შემდეგ 6:3; 6:3; 4:6; 6:7; 7:6 დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში კიდევ უფრო რთული და ხანგრძლივი (5 საათი და 50 წუთი) ბრძოლა გადაიტანა მასპინძელ თანასი კოკინაკისთან – 4:6; 6:7; 7:6; 6:3; 7:5. გადამწყვეტი გამოდგა...

სალერნიტანა საეჭვოა
ჩანაწერი

სალერნიტანა საეჭვოა

ხვიჩა კვარაცხელიას, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ორი დღეა „ნაპოლისთან“ ერთად არ უვარჯიშია. ქართველმა ფეხბურთელმა დღესაც დაისვენა – ფეხბურთელი გაციებულია და ამის გამო კლუბის სამედიცინო შტაბმა შინ დარჩენა ურჩია, ამ მიზეზით კვარაცხელიამ, „კრემონეზესთან“ სათასო მატჩის შემდეგ, შესაძლოა, 21 იანვარს „სალერნიტანასთან“ სერიას A-ს შეხვედრაც გამოტოვოს. შეგახსსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარამ სერია A-ში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა...

ლუის სუარესის ჰეთ-თრიქი
ჩანაწერი

ლუის სუარესის ჰეთ-თრიქი

ბრაზილიის რეგიონული სუპერთასის ფინალურ მატჩში „გრემიო“ „სან ლუისს“  შეხვდა. თამაში პორტუალეგრელთა გამარჯვებით – 4:2 დასრულდა. „გრემიოს“ ახალწვეულმა, ლუის სუარესმა, სამი გოლი გაიტანა. შეხვედრა 35 წლის ურუგვაელი ფეხბურთელისთვის ბრაზილიურ კლუბში სადებიუტო გახლდათ. ის „გრემიოს“ შარშან დეკემბრის ბოლოს შეუერთდა და ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მანამდე სუარესის ბოლო გუნდი  ურუგვაული „ნასიონალი“ იყო, ვისთან ერთად ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ლუისმა...

დანი ალვეშს საქმე ძალიან ცუდად აქვს
ჩანაწერი

დანი ალვეშს საქმე ძალიან ცუდად აქვს

ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს, დანი ალვეშს, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრებენ. მისი დაკავება პარასკევს, 20 იანვარს არის დაგეგმილი. ალვეშის ადვოკატებს აცნობეს, რომ ფეხბურთელი პოლიციაში 20 იანვარს დილით უნდა გამოცხადდეს. ის ჯერ  ჩვენებას მისცემს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ. დაკავებისას დანის თითის ანაბეჭდს აუღებენ, სხვადასხვა კუთხით გადაუღებენ ფოტოებს და პოლიციის განყოფილებაში შეიტანენ. ამის შემდეგ ალვეში...

ბოევი ბულგარეთიდან
ჩანაწერი

ბოევი ბულგარეთიდან

თბილისის „დინამოში“ ვარნის სპარტაკის 19 წლის მარცხენა მცველი  ველისლავ ბოევი ვარჯიშობს – ამის სესახებ ბულგარული კლლუბის ვებ გვერდი წერს. „ველისლავ ბოევი თბილის „დინამოში“ გასასინჯად გაემგზავრა. ბულგარეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გუნდს ანტალიაში შეკრებაზე შეუერთდება“, – წერია „სპარტაკის“ გავრცელებულ ცნობაში. ველისლავ ბოევი პლოვდივის „ბოტევისა“ და რაზგრადის „ლუდოგორეცის“ საფეხბურთო აკადემიებში ვარჯიშობდა. ვარნის „სპარტაკის“ ახალაგზრდულ გუნდში 2019 წელს გადავიდა....

წასულ-მოსული ხვიჩას წინააღმდეგ
ჩანაწერი

წასულ-მოსული ხვიჩას წინააღმდეგ

ვერ გეტყვით რას იზამს „სალერნიტანა” შაბათს, შინ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან”, მაგრამ ბოლო ტურში „ატალანტასთან” 2:8 რომ წააგო, ყველამ იცის. მეორე მხრივ, ბევრს შეიძლება არ ჰქონდეს გაგონილი ის საინტერესო ამბავი, რომელიც სალერნოელთა მწვრთნელს დავიდე ნიკოლას ბერგამოში წაგების შემდეგ გადახდა: ის თანამდებობიდან მოხსნეს და… ორ დღეში დააბრუნეს. „სალერნიტანას” პრეზიდენტის დანილო ლერვოლინოს ეს საქციელი (მწვრთნელის გაშვება-დაბრუნება), მრავლისმნახველი იტალიური...

ინტერმა გაიმარჯვა. მილანს შიოდა
ჩანაწერი

ინტერმა გაიმარჯვა. მილანს შიოდა

„ინტერმა” იტალიის სუპერთასი შთამბეჭდავად მოიპოვა — თანაქალაქელ მოქიშპეს, საუკუნოვან გამღიზიანებელ „მილანს” 3:0 მოუგო. შეხვედრა, ისევე როგორც ესპანეთის სუპერთასი, საუდის არაბეთში გაიმართა. „ნერაძურიმ” ჯილდო მეშვიდედ მოიპოვა და… „მილანს” გაუტოლდა. ეს გახლდათ 234-ე „დერბი დე ლა მადონინა”, რომელიც პირველად გაიმართა საუდეთში. ანგარიში მე-10 წუთზე მცველმა ფედერიკო დიმარკომ გაიტანა. 21-ე წუთზე 36 წლის ბოსნიელმა თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ მეორე...

მამარდას გასეირნება
ჩანაწერი

მამარდას გასეირნება

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში გიორგი მამარდაშვილმა და მისმა „ვალენსიამ” სტუმრად იოლად დაამარცხეს „ხიხონი” — 4:0. გიორგის მთელი შეხვედრის განმავლობაში ნახტომი არ დასჭირვებია, თუმცა იმ ეპიზოდებში, როდესაც მასპინძლები „ჩეების” მიხრჩობას საჯარიმოსთანვე ცდილობდნენ, მცველები თამამად უგორებდნენ ბურთს და ფეხით თამაშის კარგი პრაქტიკა მიიღო. მამარდაშვილი ერთი-ორჯერ გამოსვლაზეc ჩაერთო საქმეში. 12 დღის წინ „კადისთან” დამარცხების შემდეგ, „ღამურები” მოყოჩაღდნენ —...