ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს, დანი ალვეშს, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრებენ. მისი დაკავება პარასკევს, 20 იანვარს არის დაგეგმილი.
ალვეშის ადვოკატებს აცნობეს, რომ ფეხბურთელი პოლიციაში 20 იანვარს დილით უნდა გამოცხადდეს. ის ჯერ ჩვენებას მისცემს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ.
დაკავებისას დანის თითის ანაბეჭდს აუღებენ, სხვადასხვა კუთხით გადაუღებენ ფოტოებს და პოლიციის განყოფილებაში შეიტანენ. ამის შემდეგ ალვეში ოფიციალურად მიიღებს „გამოძიების ქვეშ მყოფის” სტატუსს.
კატალონიის უზენაესმა სასამართლომ წინა დღეს დაადასტურა დანი ალვეშის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით გამოძიების დაწყების შესახებ ცნობა. მავანი ქალი, 39 წლის სპორტსმენს ადანაშაულებს, რომ მან ხელი საცვლების ქვეშ შეუცურა. სავარაუდო შემთხვევა 30 დეკემბერს მოხდა. 2 იანვარს პოლიციაში საჩივარი ოფიციალურად შეიტანეს. ფეხბურთელი და მისი გარემოცვა ბრალდებებს უარყოფენ.
ამჟამად ალვეში მექსიკურ კლუბ „პუმასში“ თამაშობს. მანამდე კი „იუვენტუსში,“ „ბარსელონაში,” „პარი სენ-ჟერმენსა“ და სხვა კლუბებში ირჯებოდა. კარიერაში მას 46 ჯილდო მოუგია და დღემდე ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
