შოტლანდიელ ენდი მარის ავსტრალიის ღია პირველობაზე თრილერები „დაებედა“. ბრიტანელმა პირველ წრეში „როდ ლეივერ არენაზე” იტალიელ მატეო ბერეტინი 4 საათისა და 54 წუთის შემდეგ 6:3; 6:3; 4:6; 6:7; 7:6 დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში კიდევ უფრო რთული და ხანგრძლივი (5 საათი და 50 წუთი) ბრძოლა გადაიტანა მასპინძელ თანასი კოკინაკისთან – 4:6; 6:7; 7:6; 6:3; 7:5.გადამწყვეტი გამოდგა მესამე სეტის მეათე გეიმი – კოკინასი 5:4-ს იგებდა და მატჩზე აწვდიდა, მაგრამ მარიმ მეტოქე დააბრეიკა, შემდეგ კი, ტაი ბრეიკზე იმარჯვა. მეოთხე სეტი მარიმ იოლად მოიგო, ხოლო გადამწყვეტ სეტში კოკინაკისს ჩაწოდება აართვა და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა.
ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში მარი 24-ე ნომრად განთესილ ესპანელ ბაუტისტა-აგუტს შეხვდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
